"სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და „ქართული ოცნების“ ლიდერები" - პაატა მანჯგალაძე
სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს- ის ანალიტიკოსს, რომ ომის რიტორიკას ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყენებენ რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის - ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის "ქართული ოცნება",- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და "ქართული ოცნების" ლიდერები სინქრონიზებულად მოქმედებენ.
"სუს- ის ანგარიშში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები სამართლიანად არის შეფასებული. კერძოდ, ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურად ვრცელდებოდა დეზინფორმაცია, თითქოს საქართველო მათ მიმართ ძალის გამოყენებისთვის ემზადებოდა, ომისთვის და მეორე ფრონტის გახსნისთვის. შემდეგ ვკითხულობთ სუს-ის ძალიან საინტერესო ანალიტიკას, რომ ომის და მეორე ფრონტის ნარატივი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გამოიყენეს ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისთვის და მათში რუსეთის ანექსიური პოლიტიკის შემრიგებლობის დანერგვისთვის. ეს თუ ხდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ახლა დავსვათ კითხვა, ვინ ავრცელებდა ამ ნარატივს ქვეყანაში? - საქართველოს ხელისუფლება, "ქართული ოცნება", ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. თუ საოკუპაციო რეჟიმები ამას იყენებენ მოსახლეობის დათრგუნვისთვის, იგივე მიზნები ხომ არ გააჩნია შემთხვევით ღარიბაშვილს და კობახიძეს? თვითმარქვია პრეზიდენტი ასლან ბჟანია ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ამბობს, რომ ოპოზიციას სურდა, პროცესებით ესარგებლა და აფხაზეთის რეგიონში საკონსტიტუციო წესრიგი დაემყარებინა. ანუ სინქრონიზებულად მოქმედებენ ოკუპანტები, საოკუპაციო რეჟიმი და სამწუხაროდ, "ქართული ოცნების" ლიდერები. სწორად აქვს ანალიზი გაკეთებული სუს- ის ანალიტიკოსს (არ ვიცი, ვინ შეასრულა ეს სამუშაო), რომ ომის რიტორიკას იყენებენ მოსახლეობის დაშინებისთვის და რუსეთის ანექსიის პოლიტიკის გამართლებისთვის. დასკვნა უნდა გავაკეთოთ, რომ ამ დეზინფორმაციის გამავრცელებლები არიან რუსეთის წარმომადგენლები, მათ შორის "ქართული ოცნება",- განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის