"გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი" - ევროკავშირი Tbilisi Pride-ის ფესტივალზე
ევროკავშირის წარმომადგენლობა მწუხარებას გამოხატავს Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმების გამო. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ.
„ისინი, ვინც ძალადობისკენ მოუწოდებენ და ძალადობენ მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარდგნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
