"საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო"- პაატა მანჯგალაძე
საქართველომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე „ბუქსაობა“ დაიწყო - სამწუხაროა, რომ საქართველოს პრემიერი წარმოდგენილი არ იქნება, რასაც თავისი მიზეზები აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმისთვის, რომ საქართველო ამ ორგანიზაციების წევრი გახდეს, ევროპელების ნების გარდა, საჭიროა ჩვენი ნება, რაც თავისი მხრივ, რეფორმების გატარებას გულისხმობს.
“ირაკლი ღარიბაშვილის მიერ უმაღლესი ტრიბუნებიდან გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ უკრაინას რუსეთი ნატოს გამო დაესხა თავს და რომ არა ნატო ომი არ იქნებოდა, პირდაპირ ანტიუკრაინული და ანტიქართული განცხადებაა - გამოდის, რომ რუსეთს, გარდა ნატოსი, სხვა პრეტენზიები სახელმწიფოების მიმართ არა აქვს და შესაბამისად, ომის დაწყების საფუძველი ნატო ყოფილა.
“ქართულ ოცნებას“ ვეტყვი - რუსეთი უკრაინას ნატოს გამო კი არ დაესხა თავს, ნატოს წევრი რომ არ არის, ამის გამო დაესხა 2022 წელს, საქართველო ნატოს წევრი არ იყო, ამიტომ დაგვესხა 2008 წელს. ნატოს წევრობა იმიტომ გვინდა, რომ საქართველო ისევე იყოს დაცული, როგორი დაცულიც არის 1.5 მილიონიანი ესტონეთი, რომელსაც რუსეთი ჩიტს ვერ აუფრენს საზღვარზე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
11-12 ივლისს, ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში ნატოს სამიტი გაიმართება.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
