"ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის სწრაფი განვითარება" - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენი მთავარი ამოცანა არის მშვიდობის შენარჩუნება, განვითარება და რაც მთავარია - ჩვენი ქვეყანა სამშვიდობოს უნდა გავიყვანოთ, ჩვენ ხალხს სჭირდება მშვიდობა და განვითარება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს კი ისტორიულ მინიმუმზეა.
„მინდა რამდენიმე ინდიკატორი მოვიყვანო მაგალითისთვის, შედარებისთვის - 2012 წელს სიღარიბის დონე საქართველოში თითქმის 30 პროცენტზე მეტი იყო, დღეს გვაქვს სიღარიბის დონე ისტორიულ მინიმუმზე - 15.6 პროცენტი ისტორიული მინიმუმია. ასევე, უმუშევრობის მაჩვენებელი დაახლოებით 17 პროცენტია და ესეც არის ისტორიული მინიმუმი. 200 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო პერიოდში, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს“, - განაცხადა პრემიერმა.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე
