"ორი პარტიის გაერთიანება ჰგავს „ძალა ერთობაშია 2“-ს, რომელიც შეგვიძლია ვიკამათოთ, რამდენად წარმატებული იყო" - იაგო ხვიჩია

2012 წელს იმედით მომლოდინე ხალხი, რომელსაც "ქართულმა ოცნებამ" იმედები გაუცრუა და ვერც "ნაცმოძრაობამ" აღძრა მათში მოწიწება, მიგვაჩნია რომ ჩვენი ამომრჩევლები უნდა იყვნენ და ისინი "პროქოცური" გაერთიანებისთვის არ გვემეტება, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ეკა ბესელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც არ გამორიცხა, რომ "ქართული ოცნების" ყოფილმა წევრებმა ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნან.

 

მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ხმები რეალურად უნდა დაკარგოს და ეს ხმები წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ შექმნილმა "ქართული ოცნების" რომელიმე განაყოფმა არ უნდა მიიღოს.

 

მიუხედავად ამისა, ხვიჩია მათ წარმატებას უსურვებს და აცხადებს, რომ ბევრი ადამიანის გაერთიანების მომხრეა იმისთვის, რომ საბოლოოდ ბიულეტენზე "ნაციონალური მოძრაობა", "ქართული ოცნება" და "გირჩი" დარჩეს.

 

"თუ "ქოცი" ხარ შინაგანად, მაშინ ბიძინას უნდა მისცე ხმა და მის პარტიას. ახლა სხვებმა შექმნან იგივე ლაიტმოტივის პარტია და იმას ხმა მისცე, ამას რა შინაარსი აქვს? შესაბამისად, ისეთი პარტია, რომელიც არც "ნაცია", არც "ქოცი," მაგრამ მზად არის მოემსახუროს "პრონაც", იმედგაცრუებულ ამომრჩეველს და "პროქოც", იმედგაცრუებელ ამომრჩეველს, ვართ ჩვენ. ამისთვის ვმუშაობთ და ისინი არ მემეტება ისეთი პარტიებისთვის, რომლებიც წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ იქმნება იმისთვის, რომ "ქოცებმა" ხმები არ დაკარგონ. "ქოცები" იმსახურებენ იმას, რომ ხმები მართლა დაკარგონ და არა იმას, რომ მათ რომელიმე განაყოფს მიუვიდეს ხმები," - განაცხადა ხვიჩიამ.

 

ხვიჩია ასევე, გამოეხმაურა "სტრატეგია აღმაშენებლისა" და "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გაერთიანებას და აღნიშნა, რომ ეს ჰგავს "ძალა ერთობაშია 2"- ს, იმ განსხვავებით, რომ ახლა უფრო მოკრძალებულად გამოიყურება.

 

"დავიწყებ იმით, რომ წარმატებას ვუსურვებ ჩემს კოლეგებს, მაგრამ ეს გაერთიანება მაგონებს "ძალა ერთობაშია 2"- ს. "ძალა ერთობაშია" რამდენად წარმატებული იყო, ამაზე შეგვიძლია ვიკამათოთ. თუ თაკო ჩარკვიანის პარლამენტში შეყვანა წარმატება იყო, წარმატებული იყო, თუ "ქართული ოცნების" შეცვლა იყო მიზანი, მაშინ არ იყო წარმატებული. თუმცა, "ძალა ერთობაშიასგან" განსხვავებით აქ უფრო ცოტა პარტიაა და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდნენ გუშინ, ვიდრე ამბიციურად, რამაც ცოტა ელვარება დააკლო გუშინდელ ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებას," - განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 354 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.