"რუსულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რა ევალება ხელისუფლებას, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი"

„რუსულმა ოცნებამ“ გადასარევად იცის, რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი. არაერთხელ დაუმარცვლეს ევროკომისიაში, ევროპარლამენტში, - ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინათინ ბოკუჩავა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის რეკომენდაციების კონკრეტული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა მეტი კონკრეტიკა.

როგორც მან აღნიშნა, მმართველი პარტია მიზანმიმართულად ანგრევს ქვეყნის ევროპულ მომავალს.

„რუსულმა ოცნებამ" გადასარევად იცის, რა ევალება დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმისთვის, რომ საქართველო იყოს წარმატებული, მიიღოს კანდიდატის სტატუსი და გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ეს მათთვის კარგად ცნობილია, არაერთხელ დაუმარცვლეს ევროკომისიაში, ისევე როგორც ევროპარლამენტში, მაგრამ ისინი სწორედ მიზანმიმართულად ანგრევენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს და ამიტომ არ ასრულებენ იმ მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომელიც ეხება მართლმსაჯულების სისტემას, დეოლიგარქიზაციას, მედიის თავისუფლებას, დეპოლარიზაციას და სამოქალაქო სექტორის პროცესებში ჩართულობას.

კონფერენციაზე, ჯერჯერობით, მხოლოდ მართლმსაჯულების პანელი გაიმართა და აქ „ოცნებამ“ პრაქტიკულად დაადასტურა კლანის არსებობა მართლმსაჯულების სისტემაში და სწორედ აღნიშნული "კლანის" არსებობა გამოაცხადა სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად. სწორედ ასეთი მიდგომა ანგრევს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროკავშირის დეტალური ანგარიშიდან ჩანს, რომ ივნისის ბოლომდე რომელი რეკომენდაციების შესრულებაც შესაძლებელი იყო, ყველაფერი შესრულებულია.

როგორც მან აღნიშნა, სასამართლო რეფორმასა და დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული პუნქტების შესასრულებლად საჭიროა კონკრეტიკა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს პარლამენტისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ორგანიზებით, დღეს კონფერენცია გაიმართა თემაზე:„საქართველოს გზა ევროკავშირისკენ“, რომელიც საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას მიეძღვნა.

წაკითხვა 360 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.