"შესაძლოა, ვიღაც დაინტერესებულია, რომ ჩრდილი მიადგეს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობას"- გია ვოლსკი
შესაძლოა, ვიღაც სერიოზულად დაინტერესებულია, რომ გამწვავდეს, ჩრდილი მიადგეს საქართველოსა და აშშ- ის ურთიერთობას - დეგნანმა საქართველოს მთავრობისკენ კი არ უნდა გაიშვიროს ხელო, არამედ (მათი) იუსტიციის დეპარტამენტისკენ, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც აშშ- ის საელჩოს განცხადებას გამოეხმაურა.
ვოლსკის თქმით, იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც "ფარას" დოკუმენტებს და აშშ-ის საელჩოს თანამშრომელს ეხება, სულ სამი ვერსია განიხილება.
"სულ შეიძლება იყოს სამი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს საელჩო და სწორი პოლიტიკური დამოკიდებულებაა, რომ ეს არ მომხდარა. მეორე ვარიანტია, რომ ეს ადამიანი (საელჩოს თანამშრომელო) მოხსენიებული იყო თაღლითური მიზნებით ანუ ლობისტებმა ამაზე ფული გააკეთეს, როგორც ბინძურად იტყვიან და მოიხსენიეს ადამიანი, რომელსაც კავშირი არ აქვს ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობასთან და არსებობს მესამე, უფრო სერიოზული, კონსპირაციული ვარიანტი, რომ ვიღაც დაინტერესებულია საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობები შეიბღალოს ამ საკმაოდ სკანდალური თემით. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მიიღება, რადგან ეს ჩვენ არ გამოგვიქვეყნებია. რაც შეეხება ვინაა დაინტერესებული ურთიერთობების გაფუჭებით, უამრავი შეიძლება იყოს ასეთი - "ნაცმოძრაობა" შეიძლება იყოს, რუსეთი შეიძლება იყოს დაინტერესებული. როცა მილიონები იხარჯება და ადამიანის გვარი ფიგურირებს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტში, ამ სამი ვარიანტის იქით ვერაფერი განიხილება: პირველი - არაფერ შუაში არ არის (საელჩოს თანამშრომელი) და სწორია ეს განცხადება; თაღლითები არიან ლობისტები და ფული გააკეთეს და გვარი ტყუილად მოიხსენიეს; ვიღაც სერიოზულად დაინტერესებულია, რომ ამ ტყუილით, დაპირისპირება მოხდეს, გამწვავდეს, ჩრდილი მიადგეს საქართველო-აშშ-ის ურთიერთობას. რასაკვირველია, დეგნანმა უნდა გააკეთოს განცხადება და ხელი გაიშვიროს არა საქართველოს მთავრობისკენ, არამედ (მათი) იუსტიციის დეპარტამენტისკენ, თუ რატომ მოხვდა ეს გვარი ამ დოკუმენტში და დაახასიათოს ან ერთი, ან მეორე ან მესამე ვერსია", - განაცხადა ვოლსკიმ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, თბილისსა და ვაშინგტონში, შეშფოთება გამოთქვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ბოლო დღეების განმავლობაში აშშ-ის საელჩოსა და თანამშრომლების საქმიანობასთან დაკავშირებით ზოგიერთი მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებულ "დეზინფორმაციასა და პოლიტიკური მოღვაწეების მიერ ამ დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით".
განცხადების თანახმად, თბილისში აშშ-ის საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს რაიმე შეხვედრის დაგეგმვაში. აშშ-ის საელჩო აცხადებს, რომ "მავნებლური ინფორმაცია", რაც ამტკიცებს, ან გულისხმობს, რომ საელჩოს თანამშრომლებმა ლობისტური ფირმებისგან ფული მიიღეს, "ერთმნიშვნელოვნად ცრუ და უპასუხისმგებლოა.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი