"ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება" - გიორგი ვაშაძე
ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების" პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!
"ყველა ზღვარს გადავიდა „ქართული ოცნების" პროპაგანდა. ცდილობენ, რომ შემთხვევა არ გაუშვან ხელიდან დასავლეთისა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დისკრედიტაციისთვის. ხელისუფლების პროპაგანდა იმდენად შორს წავიდა, რომ უფლის სწავლება სახარებიდან ორი ბატონის ვერ მსახურებასთან დაკავშირებით, პაატა მანჯგალაძეს მიაწერეს.
გასაგებია, რომ ქვეყანას მტრობთ, რომ ორი წიგნი არ წაგიკითხავთ, ქრისტიანობის დამცველობაზე რომ გაქვთ პრეტენზია, სახარება მაინც ხო უნდა გქონდეთ წაკითხული.
ყველაფერი ნათელია, რეჟიმი ღიად ჩადგა მტრის სამსახურში და საჭიროა მოქმედება და დღეს ამ მოქმედებისთვის ნამდვილად არის ყველაზე ხელსაყრელი „ნაციონალური მოძრაობისა" და ჩვენი, „სტრატეგია აღმაშენებლის" მიერ დაფუძნებული გამარჯვების პლატფორმა. საქართველო აუცილებლად გახდება ეროვნული ღირებულებებითა და ქრისტიანობით ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი!
საქართველო გაიმარჯვებს!”,- აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.
სიახლეები
- "რკინის ლედი" - ზოდიაქოს 6 ყველაზე გავლენიანი და მბრძანებელი ქალი
- პირველი მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმება იზღუდება
- "კრემლი დაბნეულია, ტრამპი რუსეთთან ორმაგ თამაშს თამაშობს" - The Times
- "საქართველო შესულია უმძიმეს გეოპოლიტიკურ ჩიხში" - მიხეილ სააკაშვილი
- "ტოქსიკურ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს" - გია ვოლსკი
