"როგორც უცხოელი აგენტი და უსამშობლო კაცი, ვაშაძე მზადაა უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს" - ზაზა შათირიშვილი

ცოტა ხნის წინ ნაციონალურმა მოძრაობამ პარტიაში გიორგი ვაშაძის დაბრუნების შესახებ გვამცნო. აშკარაა, რომ ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში, ნაციონალები და მათი პატრონები ულიდერობაზე ნერვიულობდნენ და ვაშაძის წინა პლანზე წამოწევა ამ ნერვიულობის ლოგიკური გამოძახილია, - ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი წერს.

„ისიც აშკარაა, რომ ახალი როლისთვის ამერიკელები ვაშაძეს უკვე დიდი ხანია ამზადებენ: გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში რამდენჯერმე წაიყვანეს ამერიკაში; ერთხელ იქიდან ათქმევინეს, შეხვედრებიდან გამოსული გეუბნებით, საქართველოში რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდებაო; სათავეში ჩაუყენეს ძალადობრივ ქმედებებს 7-8 მარტის აქციების დროს და ა.შ.

 

ვაშაძის თვისებებს თუ დავაკვირდებით, ამერიკულ ხელწერას იოლად ამოვიკითხავთ. თავისი თვისებებით, ვაშაძე ძალიან ჰგავს ამერიკელების მთავარ აგენტს, მიხეილ სააკაშვილს - ხაბეიშვილისგან განსხვავებით, თავისუფლად საუბრობს ინგლისურად, სააკაშვილივით ექსცენტრულია და რაც მთავარია, სააკაშვილივით, მასაც შუბლის ძარღვის ნატამალი არა აქვს. შესაბამისად, როგორც უცხოელი აგენტი და უსამშობლო კაცი, ვაშაძე მზადაა უფროსების ნებისმიერი დავალება უყოყმანოდ შეასრულოს, როგორი დამაზიანებელიც არ უნდა იყოს ეს დავალება ქვეყნის ინტერესებისთვის.

 

ე.წ. კოლექტიური ნაცმოძრაობა სულ ექვს პარტიას მოიცავს, საიდანაც ორი უკვე გაერთიანდა. როგორ გავლენ საპარლამენტო არჩევნებზე ლელო, გახარია, ჯაფარიძის გირჩი და ევროპული საქართველო, ჯერ უცნობია. იმის გათვალისწინებით, რომ 5-პროცენტიანი ბარიერის გადალახვის რესურსი არცერთ ამ პარტიას არა აქვს, პატრონები მათ დაჯგუფებას აუცილებლად შეეცდებიან.

 

პარტიების გაერთიანების შესახებ ლოგიკურ მსჯელობას დიდად აზრი არა აქვს, რადგან ეს ყველაფერი ერთადერთ ლოგიკას - პატრონის დავალებას ექვემდებარება. მაგალითად, პატრონი თუ დაავალებს, ხაზარაძე და გახარიაც კი უყოყმანოდ გაერთიანდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სულ ცოტა ხნის წინ ერთმანეთს თაღლითად და თვალთხარიად მოიხსენიებდნენ.

 

ყველაზე კარგი კი ის იქნება, თუ კოლექტიური ნაცმოძრაობა ერთიანი სიით გავა საპარლამენტო არჩევნებზე. ასე ამომრჩეველს დასკვნების გამოტანა და უცხოური აგენტურისთვის კუთვნილი ადგილის მიჩენა კიდევ უფრო გაუადვილდება“, - წერს შათირიშვილი.

წაკითხვა 390 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.