"მაშინ როცა ჩვენი გმირები თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა, მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ" - პრემიერი
საუბედუროდ, ამავე დღეს, სამწუხაროდ, ეს ჩვენი სირცხვილია ამავდროულად, რადგან ამავე დღეს, ამ გმირობის დღეს ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა მთავარსარდალმა, ე.წ. მთავარსარდალმა.
ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო. მას ყავდა ჩამოყვანილი აქ სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და მაშინ როცა ჩვენი გირები აქ თავს წირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს რაზე მიგვითითებს მეგობრებო? ეს მიგვითითებს იმაზე, რომ ჩვენი ეს ლომი ბიჭები, რომ იტყვიან ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ ადროს სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპული ქართველი სამხედროების მემორიალთან განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გონიერებითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოხერხდეს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ეს არის ხელისუფლების მთავარი მიზანი.
„საბედნიეროდ ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი ოუპირებულია დროებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე,"- აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის