"ანაკლიის პორტის განვითარებისთვის ყველაფერი გაკეთდება"- ირაკლი კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ანაკლიის განვითარების“ კონსორციუმმა, რომელსაც მამუკა ხაზარაძე ხელმძღვანელობდა, არაეფექტური საქმიანობის შედეგად, ვერანაირი ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა.
კობახიძის თქმით, ყველაფერი გაკეთდება, რათა განვითარდეს ანაკლიის პორტი, რომელსაც ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.
„ჩვენთვის ინვესტიციები მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია. იცით, რომ წლების განმავლობაში კონსორციუმმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ხაზარაძე, ვერ მოახერხა ინვესტიციების მოზიდვა, ვერც დასავლურის, ვერც აღმოსავლურის, ვერც სამხრეთულის და ვერანაირი ინვესტიციის მოზიდვა ვერ მოახერხა. ეს არის მათი არაეფექტური საქმიანობის შედეგი.
ჩვენ, რა თქმა უნდა, მივესალმებით ინვესტიციებს და ეს არის ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ გვაქვს ლიბერალური, ეკონომიკური პოლიტიკა და ინვესტიციებისთვის ჩვენი კარი ღიაა. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველაფერი გაკეთდება, რათა განვითარდეს ანაკლიის პორტი, რასაც აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის. სწორედ ამისთვის ჩაიწერა შესაბამისი ტექსტი კონსტიტუციაში ანაკლიასთან დაკავშირებით. ეს დღემდე რჩება ჩვენს პრიორიტეტად, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად და დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მალე დაიწყება ის პროცესი, რომელიც ძალიან მალე ანაკლიისი პორტის მშენებლობით დამთავრდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი