" ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლებს რუსული პასპორტებით შენგენის ზონაში ვერც აქამდე უნდა ემოგზაურათ "- ირაკლი ქადაგიშვილი
„ქართული ოცნების" დეპუტატის ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შენგენის ზონას არც თავის დროზე უნდა ჰქონოდა პოლიტიკა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს რუსული პასპორტებით შენგენის ზონაში სარგებლობის საშუალება ჰქონოდათ.
ამასთან, ქადაგიშვილის თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთაგან ბევრი საქართველოს პასპორტით სარგებლობს და შესაბამისი კანონის ფარგლებში, ხელისუფლება ყოველთვის მზად იქნება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა თანამოქალაქეებმა საქართველოს პასპორტი აიღონ და მსოფლიოში საქართველოს პასპორტით იმოგზაურონ.
„რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკაა, რომ მშვიდობიანი, მაქსიმალური დაახლოების გზით ოკუპაციის გზით გაყოფილ საქართველოს ორ მხარეს შორის ურთიერთობების აღდგენა მოხდეს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით. საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე. უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღების რეგიონზეა დამოკიდებული. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული - ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება. “რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად… შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს”, - წერია განცხადებაში.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი