"თუკი უმრავლესობა საკითხს ჩააგდებს, ის იქნება პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც შოვთან დაკავშირებით იკვეთება"- რომან გოცირიძე

გაბედოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ და შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ჩააგდოს - პირდაპირ ის იქნება პასუხისმგებელი ხალხისა და იმ ადამიანების ოჯახების წინაშე, ვინც სტიქიის შედეგად დაიხოცა! - ასეთია პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ ხელმძღვანელის, რომან გოცირიძის პოზიცია.

გოცირიძის თქმით, იმ ფონზე როცა ასეულობით მილიონი ლარი მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, ავტომობილებსა და „სულელურ პროგრამებზე“ იხარჯება, წარმოუდგენელია, რომ ვერეს ხეობის სტიქიის შემდეგ, კვლავ სამაშველო ვერტმფრენის შეძენაზე მიდის საუბარი.

 

როგორც გოცირიძე აცხადებს, ქვეყანაში სპეციალური გამაფრთხილებელი სისტემების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია სტიქია თავიდან ვერ აგვეცილებინა, მაგრამ მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელი გახდებოდა.

 

ოპოზიციონერი დეპუტატის ინფორმაციით, ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მხოლოდ ღვარცოფების მოვარდნის შედეგად 170-მდე ადამიანია დაღუპული.

 

„გამოსაყენებელია ყველა მექანიზმი, რასაც პარლამენტში შეიძლება ჰქონდეს ადგილი - იქნება მინისტრის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დაბარება თუ კომიტეტზე დაბარება, სადაც არ მოდიან რადგან საკომიტეტო მოსმენა უფრო მწვავე შეიძლება იყოს და ეშინიათ. თუკი უმრავლესობა საკითხს ჩააგდებს, ის იქნება პასუხისმგებელი ყველა იმ დანაშაულზე, რაც შოვთან დაკავშირებით იკვეთება. პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციას, როცა აპირებენ ხელი შეუშალონ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. იქ, სადაც კომისიის შექმნა არ უნდათ, ავლენენ იმას, რომ პირდაპირ მათი დანაშაული იკვეთება", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

წაკითხვა 384 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.