"ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე" - თინა ბოკუჩავა
ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ნაცვლად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მობილიზებისა, რასაც ახლა უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, ყველაფერს აკეთებს "რუსული ოცნება", რომ საერთაშორისო იზოლაციაში მოაქციოს ჩვენი ქვეყანა, რაც ყველაზე მოწყვლადს გახდის მას აგრესორ რუსეთთან. ჩვენი უსაფრთხოების ერთადერთი გარანტი შეიძლება იყოს საქართველოს წარმატება ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთთან შეერთების იდეა შეიძლება განხორციელდეს, თუ დასავლეთი საქართველოში სიტუაციის გამწვავებას გააგრძელებს.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
