„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, რუსული დავალებაა, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მისაღებად"- სალომე სამადაშვილი
„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, არის რუსული დავალება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მორიგი დაბრკოლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურა, ეს არის რუსული დავალება, რომ მორიგი დაბრკოლება შეექმნას ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასევე, ეს არის ყურადღების გადატანის მცდელობა იმ ფაქტიდან, რომ დღეს თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს საპარლამენტო უმრავლესობა, ეს არის ის ხელისუფლება, რომელმაც შოვის ტრაგედია დაუშვა და რომელიც დღემდე არ აპირებს არანაირი ნაბიჯების გადადგმას, რომ გამოიძიოს რა მოხდა და რა უნდა შეიცვალოს მომავალში, რათა ჩვენ მსგავსი ტრაგედიები ავიცილოთ. ხელისუფლება თუ ვინმეს გადაყენებას უნდა ითხოვდეს, უნდა ითხოვდეს პრემიერ-მინისტრის გადაყენებას, რომელმაც ყველაფერი გააკეთა და მიზანმიმართულად აგრძელებს იმის კეთებას, რომ საბოტაჟი მოუწყოს ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების პროცესს, მათ შორის პრეზიდენტის ევროპული ვიზიტების დაბრკოლების გზით", - განაცხადა სამადაშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი