"თუ სალომე ზურაბიშვილმა უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები"- ირაკლი კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ნიშნავს იმას, რომ „მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები“. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„წარმოიდგინეთ, უახლოესი 7-8 თვის განმავლობაში, თუ სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა სააკაშვილი, ეს ნიშნავს, იმას, რომ მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები. ამას თუ გააკეთებს სალომე ზურაბიშვილი, ეს საერთოდ საოცრება იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, იმპიჩმენტი მმართველი პარტიისთვის არის წაუგებელი თამაში.
„გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილის და ოპოზიციის ალიანსი და კიდევ ერთხელ დაადასტურებს ოპოზიცია, რომ ეს არის კონსტიტუციაზე მოძალადე პოლიტიკური ძალა. გახსოვთ, როგორ ძალადობდნენ ისინი 2012 წლამდე და ახლა უკვე ოპოზიციიდან ძალადობენ საქართველოს კონსტიტუციაზე. შესაბამისად, ამ ყველაფერს გავაშიშვლებთ. ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში. [იმპიჩმენტის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებაში] მეც ვარ ჩართული პირადად. ეს არის პარლამენტის წარდგინება, შესაბამისად, პარლამენტის წევრები პირადად ვართ ჩართული ამ დოკუმენტაციის მომზადებაში“,- განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი