"სალომე ზურაბიშვილს ერთადერთი რაც შეუძლია არის ის, რომ სააკაშვილი გამოუშვას"- ზურაბ ჯაფარიძე
მე არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით - ყველაფერი არის "ოცნების" შოუ, რომელიც წაგვაღებინებს თვეს, თვე ნახევარს და გვალაპარაკებს ამ თემაზე, სხვა შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ერთადერთი, რაც სალომე ზურაბიშვილს პროცესის წინ წასაწევად შეუძლია, არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტის შეწყალება.
„მე არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით. ეს იქნება პროცესი, რომელიც წამოიწყო "ოცნებამ" მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი თვის განმავლობაში ყურადღება გადაიტანოს სხვა მნიშვნელოვანი თემებიდან და გვალაპარაკოს ამ თემაზე. მეტი ამას არანაირი შედეგი არ ექნება. მე არც იმის მჯერა, რომ სალომე ზურაბიშვილს რაიმე ბერკეტი გააჩნია, რომ ჩავიდეს ევროკავშირის ქვეყნების დედაქალაქებში და იქ მოლაპარაკებებით რაიმე შედეგი დადოს, თუნდაც სტატუსთან მიმართებით, იმიტომ, რომ მასზე არაა დამოკიდებული. მათაც იციან, რომ მასზე არაა დამოკიდებული. რეფორმები არის გასატარებელი და ამ რეფორმებთან მიმართებით სალომე ზურაბიშვილს არც რაიმე ბერკეტი გააჩნია. ერთადერთი რაც შეუძლია არის ის, რომ სააკაშვილი გამოუშვას და ამით შეუძლია წვლილი შეიტანოს. ამიტომ, საბოლოო ჯამში, ყველაფერი არის "ოცნების" შოუ, რომელიც წაგვაღებინებს თვეს, თვე ნახევარს და გვალაპარაკებს ამ თემაზე, სხვა შედეგი არ ექნება",- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
