"რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო - უბრალოდ გაჩუმდით სალომე, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც"- ირაკლი ზარქუა სამადაშვილს
რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო... გაჩუმდით სალომე, გაჩუმდით უბრალოდ, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც (პრეზიდენტი), - ასე მიმართა უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ლელოს“ წევრ სალომე სამადაშვილს.
ზარქუას თქმით, სალომე სამადაშვილი ხელმოცარული დიპლომატია.
„აი ეს, რომ გვყავს პარლამენტში, ხომ იცით, ქალბატონი სალომე (სამადაშვილი), ხელმოცარული დიპლომატი - რატომ ვეძახი ხელმოცარულ დიპლომატს?! იმიტომ, რომ ის ევროკავშირში ჩვენი ელჩი იყო და როდესაც რუსეთი თავს დაგვესხა, ერთი განცხადება ვერ გააკეთებინა ევროპელებს, ერთი რეზოლუცია ვერ მიაღებინა, სანქცია ვერ დაუწესეს რუსეთს, ამიტომ არის ხელმოცარული და ყოველთვის ასე იქნება.
რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო... გაჩუმდით სალომე, გაჩუმდით უბრალოდ, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც (პრეზიდენტი). ამიტომ არის, რომ შეგიზღუდეთ სიარული. საკუთარ ქვეყანაზე ამბობს, კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, რასაც შენ ამბობ სალომე კულუარებში. შენმა კოლეგამ გამხილა, ბატონმა ხაზარაძემ. გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და მორჩა, ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ“, - მიმართა ზარქუამ სამადაშვილს.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი