"კარიერას ძიძგილაობაში დაამთავრებენ"- გია ვოლსკი ოპოზიციაზე
სააკაშვილი ბოკერიას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი თურმე არის ბოკერიას ბრალი. ეს სისასტიკე და სადიზმი არის ვანო მერაბიშვილის ბრალი და მისი ბრალი არაფერია. ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ „ყველა, ვინც დაადგება ბოკერიას გზას, განულდება და დაამთავრებს როგორც ბოკერია“.
როგორც მან აღნიშნა, პარტიაში გახლეჩისა და დაპირისპირების პროცესი ახალი არაა.
„დაპირისპირება რეალურად არსებობს, მაგრამ ეს ახალი თემაა არაა. გახლეჩის პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს. ბოკერია - სააკაშვილის დაპირისპირებაც ახალი არაა, უბრალოდ "ევროპულმა საქართველომ" სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა არ გაემიჯნა იმ თუნდაც წარსულს და დღევანდელობაში ამ წარსულიდან გადმოყოლილ უშველებელ პრობლემებს, საკუთარ თავზე აიღო ბევრი რამ და არ ჩამოყალიბდა როგორც გარკვეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც საკუთარი ხედვა გააჩნია და ამ ეტაპზე, დარჩნენ ურთიერთბრალდებების დონეზე. სააკაშვილი მას აბრალებს, რომ დასცილდა ქართულ, ტრადიციულ, ეროვნულ ფასეულობებს და ეს ყველაფერი თურმე არის ბოკერიას ბრალი. ეს სისასტიკე და სადიზმი არის ვანო მერაბიშვილის ბრალი და მისი ბრალი არაფერი არაა. ამ ძიძგილაობაში ატარებენ დროს. ვინმეს რაიმე საინტერესო შემოთავაზება ეკონომიკაზე, პოლიტიკურ ურთიერთობებზე არ მოგვისმენია და ვფიქრობ, კარიერას ძიძგილაობაში დაამთავრებენ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი