"12 პრიორიტეტის შესრულება ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო" - ჯოზეფ ბორელი
12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელში ხალხის გასაბედნიერებლად კი არა, არამედ საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად არის საჭირო. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა თბილისში განაცხადა.
“საქართველოს შემთხვევაში არის ევროკომისიის მოსაზრებაში დაფიქსირებული 12 პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს. ამ 12 პრიორიტეტის შესრულებისთვის მძიმე მუშაობა ბრიუსელის დასაკმაყოფილებლად, ბრიუსელში ან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ხალხის გასაბედნიერებლად არ არის საჭირო.
საბოლოო ჯამში, ეს საჭირო არის საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების გასაუმჯობესებლად, ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ევროპული მოლოდინების დასაკმაყოფილებლად. ბევრი ევროპულ დროშას ვხედავ ამ ქალაქის ქუჩებში და თქვენ იცით, რომ ქართველი ხალხის 80% მხარს უჭერს ევროკავშირში წევრობას.
მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ადამიანისადმი, ვინც საქართველოს ევროპულ მომავალს იცავს. [ევროკავშირში] გაწევრიანება ეროვნული ამოცანაა, ყველა მოქმედი პირი ერთად უნდა მუშაობდეს, კონსტრუქციულად, ერთიანად. ერთიანობა ისეა მნიშვნელოვანი, როგორც არასდროს”, - განაცხადა ბორელმა.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს
