"გურიაში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები, აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება" - პრემიერი
გურიაში ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების, აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება, სასმელი წყალი მოსახლეობას უკვე მიეწოდება-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე კი 200 აბონენტს აღუდგება დენი.
„ყველა ადმინისტრაციულ ერთეულთან ჩატარებულია ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების. აღდგენილია როგორც ფეხით ისე ტრანსპორტით გადაადგილება.
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად სასმელი წყალი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება უკვე.
რაც შეეხება ელექტროენერგიას, პირველ დღეს ოზურგეთში გათიშული იყო რვა ათასი აბონენტი. დღეს სრულად აღდგენილია ყველა მათგანი. ხოლო ლანჩხუთში სტიქიის დღეს გათიშული იყო 7 ათასი აბონენტი, დღეის მონაცემებით დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი. დღის ბოლომდე 200 აბონენტს აღუდგება დენი",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ქუთაისში WISE-WASTE პროექტის სასტარტო პრესკონფერენცია გაიმართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 მაისიდან
- "ევროპარლამენტმა „იმედს“ საქმიანობა ერთი წლით აუკრძალა, მოლდოვამ კი, „იმედს“, „რუსთავი 2“-სა და „პოსტივის“ აკრედიტაციაზე უარი უთხრა"
- სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში შიო III-ის აღსაყდრება შედგა
- "იმ პოლიციელებმა, სპეცრაზმელებმა, რომლებიც მონაწილეობდნენ ადამიანების მიმართ ძალადობაში, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია"
