"პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა" - რომან გოცირიძე

პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა - აშკარაა კორუფციული ფაქტი, რადგან მან სახელმწიფოს რესურსი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა, თან ცინიკურად, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, კიდევ ერთი დანაშაულია ის, რომ პრემიერმა და მისმა პარტია „ქართულმა ოცნებამ" კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტს იმ კონსტიტუციური ვალდებულების აღსრულებაში შეუშალა ხელი, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხის ლობირებას უკავშირდება.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ინიციატივას, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამ თემაზე საპარლამენტო ოპოზიციაში აზრთასხვადასხვაობა არსებობს, თუმცა თუ პრემიერის საიმპიჩმენტოდ 50 ხელმოწერა მოგროვდება, ერთ-ერთი მისი ხელმოწერაც იქნება

„ჩანს, რომ ოპოზიციაში 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება. საკითხის დრამატიზება საჭირო არ არის. ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება - იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ ფლანგზე ერთსულოვნება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ლელო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის.

როგორც "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, „ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს“.

სამადაშვილის ინფორმაციით, ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებენ.

წაკითხვა 725 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.