"პრემიერის იმპიჩმენტის წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ"- სალომე სამადაშვილი
პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტით გადაყენების წარდგინებაზე ხელის არმოწერა ნიშნავს იმას, რომ მის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავ - დეპუტატი, რომელიც იმპიჩმენტის პროცედურისთვის ხელმოწერაზე უარს იტყვის, ალბათ, საზოგადოებას აუხსნის, რატომ ვერ ხედავს ღარიბაშვილის ქმედებაში დანაშაულის ნიშნებს, - ეს განცხადება “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
სამადაშვილის აზრით, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ღარიბაშვილმა პირადი მიზნებისთვის სამთავრობო თვითმფრინავით ისარგებლა და ამაში ასობით ათასი ლარი დახარჯა, დგება საკითხი, უნდა დარჩეს თუ არა ის პრემიერ-მინისტრის პოსტზე.
“დეპუტატები, რომლებიც ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის მოთხოვნას ხელს არ მოაწერენ, ამით საზოგადოებას ეუბნებიან, რომ არ მიაჩნიათ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული ჩაიდინა, არ მიაჩნიათ, რომ ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობას არ უნდა იკავებდეს.
ერთადერთი ინსტრუმენტი, რომელიც ხელთ ოპოზიციას აქვს და შეუძლია მისი გამოყენება, არის პრემიერის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება. ეს არის პოლიტიკური განაცხადი, პოლიტიკური შეფასება, რომ არ ვაპირებთ კორუმპირებულ, კანონდამრღვევ პრემიერს შევეგუოთ.
ის თუ როგორ გაგრძელდება პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში, სასამართლოს თანხმობის შემთხვევაში იქნება თუ არა ღარიბაშვილის თანამდებობიდან გადაყენებისათვის საკმარისი ხმები, ეს მეორადი მნიშვნელობის საკითხია”, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.
სიახლეები
- “"ძალიან მძიმე საყურებელია რაც ხდება. ვისაც გიხარიათ ან ვისთვისაც ეს სულ ერთია, ძალიან მალე საკუთარ თავზე გამოცდით რას ნიშნავს როცა უსამართლობისგან ვერც ერთი სახელმწიფო უწყება დაგიცავთ” - ლონდა თოლორაია
- 4 000 ლარით დააჯარიმეს ბაია პატარაია ფეისბუკ-სტატუსის გამო
- “ჩორჩანაში საგუშაგოს ჩადგმის შედეგად, არ დაგვიკარგავს არცერთი გოჯი მიწა” - “საქართველოსთვის”
- ,,სიძემ სიმამრი მოკლა” – რას ამბობენ ადგილობრივები ხაშურში მომხდარ მკვლელობაზე
- კარტოფილის ღვეზელი