"სასაცილოა, რომ პრემიერის ამ კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე საუბარს იწყებს"- ხატია დეკანოიძე

ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ წინა ხელისუფლებაზე იწყებს საუბარს - აღარ არის წინა ხელისუფლებაზე საუბარი საინტერესო, მაშინ როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი გამორჩეული კორუფციონერი და სხვათა შორის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გაგდებული, ზუსტად "კლანთან" დაკავშირებით სხვადასხვა შავ საქმეებში ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლების ცვლილებიდან 11 წელი გავიდა და "ქართული ოცნება" ყველა მათ სამარცხვინო ნაბიჯზე წინა ხელისუფლებას იხსენებს.

 

„ძალიან სასაცილოა, რომ პრემიერის ამ ძალიან მძიმე კორუფციული ნაბიჯის დროს, ხელისუფლება კვლავ იწყებს საუბარს წინა ხელისუფლებაზე. 11 წელი გავიდა. 11 წელია, რაც „ქართული ოცნება" ყველა მათ სამარცხვინო ნაბიჯზე წინა ხელისუფლებას იხსენებს, ამიტომ მე ვფიქრობ, ეს აღარ არის მოქალაქეებისთვის საინტერესო. მოქალაქეებისთვის საინტერესოა ის, თუ საიდან იშოვა 40 ათასი ევრო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც ჩინოვნიკის არეალში, ძალიან დაბალი ხელფასი აქვს, ან მის მამას საიდან ჰქონდა, რომელიც არის პენსიონერი. ტყუილად ხდება წინა ხელისუფლებაზე დაყრდნობა", - განაცხადა დეკანოიძემ.

 

მან ასევე საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციის ინიციატივა, რომ კენჭისყრის დროს დარბაზში არ შევიდეს პრაქტიკულად ნიშნავს, რომ ოპოზიციას ერთმანეთის ნდობა არ აქვს.

 

"ეს ნიშნავს პრაქტიკულად იმას, რომ ოპოზიციას არ აქვს ერთმანეთის ნდობა და ძალიან ცუდად აისახება საქართველოს მოქალაქეების თვალში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვინც მისცემს იმპიჩმენტს ხმას, იგი მონაწილეობს ანტიდასავლურ პოლიტიკაში, რომელიც დღეს "ქართულ ოცნებას" აქვს", - განაცხადა დეკანოიძემ.

წაკითხვა 419 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.