"„ნაციონალური მოძრაობა“ ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს დაუჭერს"- ლევან ბეჟაშვილი
ნაცვლად იმისა, რომ „ქართული ოცნება" ცდილობდეს ობიექტური გამოძიება აწარმოოს, გამოაქვეყნოს ყველა ფინანსური დოკუმენტი, ისინი ცდილობენ ისევ წინა ხელისუფლებაზე გააკეთონ აქცენტი, მაგრამ აქაც არაფერი გამოუვათ, იმიტომ, რომ წინა ხელისუფლება ანგარიშვალდებული იყო ხალხის წინაშე, „შავი ფულით“ და „პენსიონერი მამის“ ფულით არ აფინანსებდა პრემიერ-მინისტრის ვიზიტებს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა გააცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პრემიერ-მინისტრის ჩარტერის კერძო ვიზიტად გამოყენებასთან დაკავშირებით, საზოგადოების აღშფოთება უკიდურესად მწვავეა.
როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილის იმპიჩმენტის პროცედურას „ნაციონალური მოძრაობა" მხარს დაუჭერს, თუმცა მთავარი აქცენტი პრემიერის ფრენასთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების აუცილებლობაზე უნდა გაკეთდეს.
„პრემიერ-მინისტრის მიერ საბიუჯეტო სახსრების გამოყენებით, ჩარტერული რესის დაფინანსება იმდენად მასშტაბური კორუფციული დანაშაულია, რომ ამ თემის "გაპრავება", თითქოს, პენსიონერმა მამამ დააფინანსა ეს მგზავრობა, არის საზოგადოების დაცინვა და აბუჩად აგდება. "ქართული ოცნების" ყოველდღიური სხვადასხვა განცხადებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სერიოზულ დანაშაულთან გვაქვს საქმე და ამ დანაშაულს სჭირდება ობიექტური გამოძიება. ამიტომ ვითხოვთ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", რომ გენერალურმა პროკურორმა დაუყოვნებლივ დაიწყოს სისხლის სამართლის საქმის გამოძიება",- განაცხადა ბეჟაშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი