"პროცესი დასრულებული არ არის და „ქოცების“ არგუმენტი - „ფარცხალაძე 11 წელია ჩვენთან არ არის და ეს ისტორია ჩვენ არ გვეხება“, ძალიან მალე გაბათილდება"

პროცესი დასრულებული არ არის და „ქოცების“ არგუმენტი - „ფარცხალაძე 11 წელია ჩვენთან არ არის და ეს ისტორია ჩვენ არ გვეხება“, ძალიან მალე გაბათილდება, - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ყოფილ გენერალურ პროკურორ ოთარ ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტნიორები ხედავენ, რომ ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა, ქვეყანა იმართება ძალოვანი სტრუქტურებით, სწორედ ამიტომ დასანქცირდნენ მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები სასამართლოსა და ძალოვან უწყებაში.

„ჩემი აზრით, ფარცხალაძის დასანქცირება არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც მოსამართლეთა დასანქცირებით დაიწყო. მეორე ნაბიჯი იყო ყოფილი გენპროკურორის დასანქცირება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები ძალიან კარგად ხედავენ, თუ რა უწყებებით იმართება ჩვენი ქვეყანა - ნაცვლად დემოკრატიული პროცესისა, იმართება ძალოვანი უწყებებით, ამიტომ დაიწყო ძალოვანი უწყებისა და მართლმსაჯულების სისტემაში თანამდებობის პირების სანქცირება. ვფიქრობ, რომ ეს არის პროცესი, რომელიც დასრულებული არაა და სადამდე მიგვიყვანს, არავინ იცის. ამიტომ „ქოცების“ არგუმენტი, რომ „ეს კაცი ჩვენთან არ არის 11 წელია და ჩვენ არ გვეხება ეს ისტორია“, ძალიან მალე გაბათილდება,“ - განაცხადა ხვიჩიამ.

წაკითხვა 268 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.