"უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის უნდა მოვემზადოთ"- იენს სტოლტენბერგი
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი სწრაფად ვერ დასრულდება.
„ომების უმეტესობა იმაზე დიდხანს გრძელდება, ვიდრე მათი დაწყების დროს იყო მოსალოდნელი, ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის", - განაცხადა სტოლტენბერგმა გერმანულ მედია ჯგუფთან Funke-თან ინტერვიუში.
მისი თქმით, მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია, თუკი უკრაინელები ცალმხრივად შეწყვეტენ ბრძოლას.
"ჩვენ ყველას გვსურს სწრაფი მშვიდობა, მაგრამ ამავე დროს ჩვენ უნდა ვაღიაროთ: თუ პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელები ბრძოლას შეწყვეტენ, მათი ქვეყანა აღარ იარსებებს. თუ პრეზიდენტი პუტინი და რუსეთი იარაღს დაყრის, ჩვენ მშვიდობა გვექნება“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე საუბრისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა, რომ „ეჭვი არ არის, უკრაინა საბოლოოდ ნატო-ში იქნება“.
„როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ გვჭირდება უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისტორია შეიძლება განმეორდეს“, - დასძინა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
