"პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი“, რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს"- პაატა მანჯგალაძე
პრეზიდენტი არ არის „კავკასიელი ტყვე ქალი", რომ კობახიძის ჭკუაზე იაროს ევროპაში , - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპაში ვიზიტის გამო პრეზიდენტის იმპიჩმენტი ევროპული კურსის დივერსიას ემსახურება.
"მაღალი დონის შეხვედრების წინ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება არის ჩვენი ევროპული კურსის დივერსია. იმპიჩმენტს ორი მიზეზი აქვს: უნდათ პარტნიორებს უთხრან, რომ ზურაბიშვილი არ გამოხატავს ხელისუფლების პოზიციას, რომ იქნებ ამის ფონზე შეძლონ და ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. მეორე მიზანია, შიდა პოლიტიკური პრობლემების გადაფარვა უნდა ვაღიაროთ, რომ კობახიძემ კარგად იცის კონსტიტუცია და ახლა უნდათ ყველამ ილაპარაკოს, 52- ე მუხლი მორევა თუ 72- ე. ქვეყანაში უფრო დიდი პრობლემები და გამოწვევებია, ვიდრე კონსტიტუციის დეტალებზე დებატები", - განაცხადა მანჯგალაძემ.
სიახლეები
- “მოვუწოდებთ მთავრობას, ეუთოს სადამკვირვებლო მისია მოიწვიოს” - ბრიტანეთის საელჩო
- “ჩემთვის ცნობილი იყო ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსებასთან დაკავშირებული ინფორმაცია, ასევე, გზის გაყვანის საჭიროებაზე – ყველანი ვხედავდით, რომ ბორდერიზაციის საფრთხე არსებობდა” - მაია ცქიტიშვილი
- “ირანის რეჟიმის შეცვლა ახლო აღმოსავლეთში ქაოსს გამოიწვევს” - მაკრონი
- აშშ-მა ისრაელში საელჩო დროებით დახურა
- 18 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი