"ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება"- დავით უსუფაშვილი
ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომოდ და საგაზაფხულოდ უბედურების დაანონსება - როგორც ჩანს, ოქტომბერ-დეკემბერში თავისთვის რთულ პოლიტიკურ ვითარებას ელიან და ამიტომ აანონსებენ,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, დავით უსუფაშვილმა სუს-ის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
უსუფაშვილის თქმით, მიუხედავად ანონსებისა, არც ერთი ფაქტი მსგავსი დანაშაულის, რომელიც სამართალდამცავებმა გამოიძიეს, საზოგადოებას დღემდე არ უნახავს.
„ხელისუფლებას ჩვევად ექცა საშემოდგომო და საგაზაფხულო დაანონსება უბედურების, რომ ზუსტად იციან ვიღაც სახელმწიფო გადატრიალებას აპირებს, იარაღით და უბედურებით მოემართება ვიღაც საქართველოში ან აქ აკეთებს ორგანიზებას და დღემდე ვერც ერთ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ჩვენ ვერ ვნახეთ ვერც ერთი კონკრეტული ადამიანი, ვერც ერთი ფაქტი, რაც სამართალდამცავებმა გამოიძიეს. ატყდება ხოლმე ძიება სახელმწიფო გადატრიალების მუხლით და ხელში შეგვრჩება ხოლმე მაქსიმუმ ქუჩაში შეხლა-შემოხლა მიტინგების დროს. ეს რატომ ხდება, აქ კითხვაც, მგონი, სრულიად უადგილოა, რადგან სრულიად ცალსახაა - როგორც ჩანს, ოქტომბერ -დეკემბერში ელიან რთულ პოლიტიკურ ვითარებას თავისთვის და ახლა აანონსებენ ამ ყველაფერს. ჩვენ, „ლელო“ ამ ინფორმაციაზე სერიოზულად ვეღარ და აღარ ვრეაგირებთ. რაც შეეხება თავად გადატრიალებებს და გადმოტრიალებებს, ამაში არც რეალობაში ვმონაწილეობთ და არც ზღაპრებში და საერთოდ ვემიჯნებით ყველაფერს, ამაზე ვინმე მოფიქრალსაც და ამ თემით სპეკულირების გამკეთებელსაც“, - განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, სუს-ის ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას გეგმავს, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა.
უწყების ცნობით, აღნიშნული გეგმის ერთ-ერთი ავტორი საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე და მის დაქვემდებარებაში მყოფი ქართული წარმოშობის მქონე პირები, მათ შორის მესამე პრეზიდენტის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და ასევე სააკაშვილის ახლო გარემოცვის წევრი, უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილია.
სიახლეები
- ,,მმართველი პარტიის ქმედებები, განცხადებები და საარჩევნო დაპირებები საქართველოს ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს"- ჯოზეფ ბორელი
- ჩრდილოეთ ლიბანში ისრაელის საჰაერო თავდასხმას, სულ მცირე, 18 ადამიანი ემსხვერპლა
- ,,იმედია, ამ წაგებიდან ბევრს ვისწავლით, მაგრამ ეს ძალიან გულდასაწყვეტი მარცხი იყო"- ვილი სანიოლი
- " ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს გადაწყვეტს ევროკავშირი თუ იზოლაცია, დემოკრატია თუ ტოტალიტარიზმი " - მიხაილ როთი
- "სამწუხაროა, რომ გერმანიის ბუნდესტაგი, რომელიც ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ინსტიტუცია იყო, საქართველოს საარჩევნო პროცესებში ჩართეს - ამას ვერ ექნება ვერავითარი გავლენა არჩევნების შედეგებზე" - ირაკლი კობახიძე