"პრეზიდენტს აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, რადგან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ორივე ერთადაა გასული"- ირაკლი კობახიძე

სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას საერთო დღის წესრიგი აქვთ, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი - 2018 წელს მას რადიკალები ჯაშუშს ეძახდნენ, ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება?- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მობილიზების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ეს პროცესი ლუსტრაციისთვის კარგი იქნება.

 

„მას უნდა ჰკითხოთ, რატომ გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. ჩვენ გვაქვს ჩვენი დასკვნები და არამხოლოდ დასკვნები, ინფორმაციები მიღებული, რატომაც გავიდა ჩარჩოებიდან. რეალურად, საერთო დღის წესრიგი აქვთ სალომე ზურაბიშვილს და რადიკალურ ოპოზიციას, რადგან მათ ჰყავთ საერთო პატრონი, ეს არის ძირითადი მიზეზი, რატომაც გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოებიდან. რისკები ამ ქალბატონთან არის დაკავშირებული და ეს ახალი ამბავი არ არის. პირველად ეს რისკები გამომჟღავნდა თუ არ ვცდები 2019 წელი იყო, როცა მან გააკეთა ისეთი განცხადებები, რამაც სახელმწიფოს უხერხულობები შეუქმნა. იმპიჩმენტი გამოცხადდა ერთი მარტივი მიზეზის გამო, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციას არღვევდა „ნაციონალური მოძრაობის“ იმედად. მას აქვს გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მხარს მის იმპიჩმენტს არ დაუჭერს, რადგან კონსტიტუციური ჩარჩოებიდან ორივე ერთად არის გასული, ორივეს ერთად აქვს რადიკალური დღის წესრიგი. ამიტომ არ გვაქვს მოლოდინი, რომ 100 ხმა იქნება მობილიზებული, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურა ბევრი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო, მათ შორის იმით, რომ ალიანსისა ლუსტრაცია მოხდება, რაც არის ზურაბიშვილსა და რადიკალებს შორის. 2018 წელს ეს რადიკალები მას მოიხსენიებდნენ როგორც მოღალატეს, რეზიდენტს, ეს ხომ არ არის ის სტატუსი, რომელიც იცვლება? თუ ერთხელ უკვე ხარ აგენტი და ჯაშუში, აგრძელებ ამ საქმიანობას და წარმოიდგინეთ იგივე ადამიანები, ვინც უწოდებდნენ მას აგენტს, ჯაშუშს, აცხადებენ დღეს, რომ ჯაშუში უნდა დარჩეს თანამდებობაზე. რა გამოდის, ან 2018 წელს ატყუებდნენ საზოგადოებას ან დღეს მოსწონთ ჯაშუშთან ერთად მუშაობა. სხვა ლოგიკა აქ არ არის, ეს არის მარტივი ლუსტრაცია და ამ კუთხითაც კარგია იმპიჩმენტის პროცედურა“, - განაცხადა კობახიძემ.

წაკითხვა 280 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.