"ჩაგივარდათ რევოლუციური სცენარი და ახლა მორიგი მცდელობა გაქვთ -ახალგაზრდებს მივმართავ, არ აჰყვეთ ამ პოპულისტებს"- ირაკლი ზარქუა ოპოზიციას
მინდა შევეხო ფარცხალაძის თემას - სადარის „ჭიჭე“ ვაშაძე? შენ რომ იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყავი, ეს ადამიანი თქვენი ხელისუფლების დროს თანამდებობაზე იყო და მაშინ არ იყო ხომ, ქურდი, ავაზაკი და მაფიოზი?ახლა გახდა ხომ? აი, ეს არის თქვენი ორმაგი სტანდარტი და ამიტომაც არის, რომ ქართველ ხალხს მერამდენედ არ სჯერა თქვენი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მან ასევე მიმართა „ნაციონალურ მოძრაობას“.
„რაც შეეხება კალაშნიკოვის შესახებ ბრალდებას, არც ვიცი, ვინ არის. [თქვენ თქვით, რომ არის] რუსეთის დუმის წარმომადგენელი - ამაშია საქმე, რომ დღემდე რუსებთან თანამშრომლობთ, დღემდე რუსებისგან მოგაქვთ ინფორმაციები. რაც გააკეთეთ რუსების ინტერესში იყო 2008 წელს. ომი ჯერ ქართველ ბიჭებს დააბრალეთ, შემდეგ ტერიტორიები გადაულოცეთ. ახლა სამადაშვილს ეჩქარება, შეხვედრაზე გავრბივარო. ის ჩვენი ელჩი იყო ევროკავშირში, ერთმა სახელმწიფომ არ დაუწესა სანქცია რუსეთს. აი, ეს ქალბატონი ახლა მიზის, მეჩქარება და ურიგოდ გამატარეთო. გეგონება, ახლა მთას გადადგამს. აი, ასეთი ხელმოცარულები... დღემდე რუსეთის ინტერესში ხართ და მერე გინდათ, რომ ისრები ჩვენკენ გადმოისროლოთ. ახლა მინდა შევეხო აი, ამ ორ ხელმოცარულს [გიორგი ვაშაძე და პაატა მანჯგალაძე]. მართლა შევარცხვინე, ვინც ხართ „ნაცმოძრაობაში“, ვაშაძე რომ დაისვით თავზე. ჯერ მელია ჩამოაგდეთ იმიტომ, რომ ის ბელადი ვერ გაათავისუფლაო და „ხაბე“ დანიშნეთ. ხაბეს რას ვერჩი, ჩემი მეგობარია, ახლა „ხაბე“ არ მოგწონთ და ვაშაძე მოიყვანეთ და ვაშაძე დაისვით თავზე. ადგილიც წაურთმევია, დღეს „ხაბეს“ ადგილას იჯდა [პარლამენტის სხდომათა დარბაზში] და კიდევ ის, გვერდზე რომ მსხვერპლი ჰყავს, მანჯგალაძე. ასე უბერავენ ჯიგრები ერთად, იმიტომ, რომ მოსკუპდნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“. მკვდარი მკვდარს აეკიდაო. ვაშაძე პარლამენტში ხუთი კაცით შემოვიდა და ერთი შემორჩა, მანჯგალაძე. ის მსხვერპლია, იმასაც მალე გავათავისუფლებთ. აი, ეს კაცი, პოპულისტი მატყუარა, ყველაფერზე რომ წავა ისეთი ადამიანი გყავთ გვერდში და მერე ამით გინდათ ხელისუფლებაში მოხვიდეთ. შემდეგ გიკვირთ, ხალხი მხარს რატომ არ გვიჭერს და არჩევნებს რატომ ვაგებთო. ამიტომაც ემზადებით რევოლუციური სცენარისთვის. ბელადი რომ არაჟნების კონტეინერებში ჩასვით და ასე შემოაპარეთ. ის, ალბათ იმისთვის უნდოდა, რომ რეგისტრაცია გაევლო და ლეგიტიმურ არჩევნებში მონაწილეობა მიეღო. ამისთვის შემოაპარეთ? არა, ჩაგივარდათ ერთი, მეორე რევოლუციური სცენარი. თქვენ პატრონებს იმედები ვერ გაუმართლეთ და ახლა მორიგი მცდელობა გაქვთ და ჩასაფრებული ხართ.სამადაშვილი მაგაზე არ არის რომ ეუბნება არასამთავრობებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ საქართველოს სტატუსი ახლა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არ უნდა მისცეთო იმიტომ, რომ მეტად გაიმყარებენ და ხალხს მოეწონებაო. თქვენმა ლიდერმა გამხილათ ქალბატონო სალომე, ეს არის თქვენი სტანდარტი“, - მიმართა ზარქუამ ოპოზიციონერ დეპუტატებს.
ამასთან, მან სუს-სს მადლობა გადაუხადა „კვალიფიციური მუშაობისთვის“.
„რაც შეხება თქვენ რევოლუციურ მცდელობას, ჯერ რისი ერთი ადგილი გაქვთ, არ გაიშვას, მაგრამ მაინც ყოველთვის ყველას ახსოვდეს და ახალგაზრდებს მივმართავ, არ აჰყვეთ ამ პოპულისტებს.როგორც ახლა ის ბიჭი მიატოვეს, ის თქვენი მსხვერპლია, წააქეზეთ, ხელში „მოლოტოვის კოქტეილი“ დააჭერინეთ და შემდეგ მიატოვეთ, აქციები რატომ არ არის. ახლა არ არის ხომ მოდაში დაიცვათ „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი. ასე მიგატოვეთ თქვენც, ეს პარტია ამ ხელწერითაა ცნობილი?“,-განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი