აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, პრეზიდენტისგან მორიგი მავნებლობაა- გიგა ბოკერია

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია სრულ აბსურდს უწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ აშშ-ს მიერ სანქცირებულ ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობას არ უწყვეტს.

 

„სრული აბსურდი და სიცრუეა, თითქოს, მოქალაქეობის ჩამორთმევით, საქართველოს რაიმე სახით ეზღუდება ოთარ ფარცხალაძის დევნა ან ნებისმიერი სხვა ადამიანის, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ჯაშუშობდა ან მძიმე დანაშაულს სჩადიოდა.

 

საიდან მოიტანეს ეს აბსურდი, წარმოდგენა არ მაქვს. ეს არის სისულელე უბრალოდ. თუ რამე ინტრიგის გეგმა არსებობს, რაც მე არ მესმის ზოგადად აბსურდის თეატრში ივანიშვილის რეჟიმთან შეყოლა, თან კანონის დარღვევით, არის მორიგი მავნებლობა სალომე ზურაბიშვილისგან", - აცხადებს გიგა ბოკერია.

 

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის, აშშ-ის მიერ სანქცირებული ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა ამ ეტაპზე, მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

 

განცხადების თანახმად, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს, ოთარ ფარცხალაძე მხილებულია ჯაშუშობაში და მის მიმართ დაწყებულია გამოძიება, შესაბამისად, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ თუ ოთარ ფარცხალაძე დასასჯელია, ის უნდა დაისაჯოს როგორც საქართველოს მოქალაქე.

წაკითხვა 596 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.