რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს, კირილ ბუდანოვის განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალები ოკუპირებულ ყირიმში წარმატებით ანადგურებენ რუსული არმიის ინფრასტრუქტურას და სამხედრო ობიექტებს, მათ შორის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებებს.
აღნიშნული განცხადება ბუდანოვმა The War Zone-თან მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები რუსული ჯარის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საერთო სისტემის სუსტ წერტილებს ეძებენ და აზიანებენ, ეს სისტემები კი, ძალიან ძვირადღირებულ მოწყობილობას წარმოადგენს და მათ წარმოებას დიდი დრო სჭირდება.
„რუსეთმა მის ხელთ არსებული ყველა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა და ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ, რადგან ისინი უსაზღვრო არ არის. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ჩვენ ამ სისტემების ხარისხიანი მუშაობის ქმედუუნარობის დემონსტრირებას ვახდენთ, რაც შეიარაღების მსოფლიო ბაზრებზე ამ სისტემებს ნაკლებად მომგებიანად ხდის”, - აღნიშნა ბუდანოვმა.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა
