"ყველაფერი, რასაც სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, ივანიშვილის გზავნილია" - თაკო ჩარკვიანი
ჩარკვიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს.
„არ მინდა, გაუვიდეს ხელისუფლებას საქციელი. ორივე საკუთარ თავზე ფიქრობს. ერთი იმაზე, რომ არ მოხდეს მისი იმპიჩმენტი, მეორე კი იმაზე ფიქრობს, რომ ჭადრაკის დაფაზე გაყვანილი ჰყავს ქალბატონი, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოადგეს, როდესაც რუსეთი დამარცხდება და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ფაქტია, რომ ის გადაეფარა. სხვა ვარიანტი არ არის. თუ არის რაიმე სხვა ვარიანტი, ვისაუბროთ და გავარჩიოთ. ნებისმიერი მოცემულობის დროს სალომე ზურაბიშვილის ყველა კანდიდატურა ყოველთვის არის ის, ვინც უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“. ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაურჩინეს. ის ზუსტად ისევე დადგა „ფეესბეს“ დამცველად, როგორც კობახიძე და ა.შ. ვიდრე ბაქრაძის ამბავი იქნებოდა, მანამდეა წარდგენილი კანდიდატურები. მეც ჟურნალისტი ვიყავი და ასეთ რაღაცებს ყურადღებას ვაქცევ. ბაქრაძის შემდეგ არ არის წარდგენილი ის კანდიდატები. ამით თავს ვერ გაიმართლებს. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. პრაქტიკულად, ფარცხალაძის ქონება, ყველაფერი დაიცვა. ფაქტებით ფარცხალაძე დაიცვა. იმ ფაქტზე მინდა, ვისაუბრო, რომ ივანე მერაბიშვილის ჩვენება არსებობს, რომ ფარცხალაძემ მას მოსთხოვა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ანუ „ფეესბეს“ მოუთხოვია ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ. თავის დროზე სააკაშვილი რომ შეეწყალებინა პრეზიდენტს, ძალიან კარგი იქნებოდა. ახლა ისე გადაეფარა ფარცხალაძეს, რომ კიდევ უფრო გამიღრმავდა ჩემი ძალიან დიდი ხნის ეჭვი, რომ ის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის გზავნილების შემსრულებელი გახლავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.
სიახლეები
- "ვერავინ შეძლებს მთელი მსოფლიოს სამუდამოდ მოტყუებას, ვერც პუტინი, ვერავინ შეძლებს ყველას წინააღმდეგ წასვლას" - ვოლოდიმირ ზელენსკი
- "ამომრჩევლებს დავპირდით, რომ განათლების რეფორმა პრიორიტეტული იქნებოდა, ეს განათლების ის რეფორმაა, რომელიც ქართველმა ხალხმა დაგვიკვეთა"
- "რუსეთი არ აპირებს ევროპასთან ომს, თუმცა თუ ევროპა მოინდომებს და დაიწყებს, ჩვენ ამისთვის მზად ვართ"- ვლადიმერ პუტინი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 3 დეკემბრისთვის
- "ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების კონცენტრაციის მატება განაპირობა უდაბნოს მტვრის მასების გავრცელებამ" - გარემოს ეროვნული სააგენტო
