"თურნავას უკანონო გადაწყვეტილება ბიუჯეტს 80 მილიონ დოლარამდე დაუჯდა"- ლევან ხაბეიშვილი
საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე, ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული, კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეროვნული ბანკი, როგორც ინსტიტუტი უკვე აღარ არსებობს მას შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
კერძოდ ის გამოეხმაურა ეროვნულ ბანკში უსაფრთხოების სამსახურის უფროსად გიორგი ფერაძის, ხოლო უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის პოსტზე მალხაზ ღუღუნიშვილის დანიშვნის თაობაზე ინფორმაციას.
„ამ გადაწყვეტილებით, ფაქტობრივად ჩამოიშალა ეროვნული ბანკი. საქართველოს მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ თურნავას ეს უკანონო გადაწყვეტილება საქართველოს ბიუჯეტს დაუჯდა 80 მილიონ დოლარამდე. მიუხედავად იმისა, რომ აიწია, გაიზარდა და გაუფასურდა ლარი, კიდევ უფრო არ გაუფასურებულა, ეს ერთი გადაწყვეტილება 80 მილიონ დოლარამდე დაჯდა.
ამასობაში, კონკრეტული გადაწყვეტილებები უკავშირდება სუს-ის კონტროლის გაძლიერებას ეროვნულ ბანკში. კონკრეტული ეს გადაწყვეტილებებიც მიმართულია იმისკენ, რომ კონკრეტულ თანამდებობის პირებზე, თანამშრომლებზე კონკრეტულად მიუწვდებოდეს ხელი უკვე სუს-ს, ბატონ ლილუაშვილს, რომელიც ახორციელებს მამაოების, პოლიტიკოსების, პედაგოგების თვალთვალს და მიყურადებას.
საბოლოო ჯამში, როგორც ყველა უწყებაში, ისე ეროვნულ ბანკშიც შეაღწია სუს-მა, გრიგოლ ლილუაშვილმა, რომელიც თვალთვალით, შანტაჟით, პირადი ცხოვრების გადაღებით არის დაკავებული, კონკრეტულ თანამშრომელზე ეცდება ზემოქმედებას. ეს ოპერაცია უკვე დაწყებული აქვს სუს-ს, ანუ ბიძინას უსაფრთხოების სამსახურს. სწორედ ამიტომ, შემდეგში რომ ასეთი „გაურკვევლობა“ არ მოხდეს, ეცდება სუს-ი თავიდან ბოლომდე გააკონტროლოს ეროვნული ბანკი. ეს ინსტიტუტი აღარ არსებობს იმ გადაწყვეტილების შემდეგ, რაც ფარცხალაძის დაცვა 80 მილიონი დოლარი დაუჯდა ეროვნულ ბანკს“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი