"რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება"- ანა ნაცვლიშვილი
სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში, ასე რომ, ძალიან მარტივია - პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება,- ამის შესახებ „ლელოს" დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ნაცვლიშვილი გამოეხმაურა სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების თაობაზე და აღნიშნა, რომ მისი განცხადების გარეშეც ნათელია, ფრენების აღდგენა ორი სახელმწიფოს შეთანხმების შედეგია.
„მე და ჩემს რამდენიმე კოლეგას ოპოზიციიდან გვქონდა გაგზავნილო სადეპუტატო შეკითხვები სწორედ იმასთან დაკავშირებით, თუ როდის, რა ფორმატში, ვისი გადაწყვეტილებით იქნა მიღებული ქართული მხარის მხრიდან თანხმობა ფრენების აღდგენაზე. ერთი წუთით, ლავროვს რომ არ დავუჯეროთ და ვთქვათ, რომ ეს ლავროვის განცხადებაა და არაფერს ნიშნავს და ეჭვი მაქვს, ამას იტყვიან და ასეთი იქნება რეაგირება „ქართული ოცნების“ მხრიდან. ამიტომ ლავროვს რომ არ დავუჯეროთ, დავუჯეროთ საკუთარ თვალებს - პირდაპირი ფრენები აღდგენილია რუსეთთან და ეს ვერ მოხდება მხოლოდ ერთი სახელმწიფოს თანხმობით. სტუმარი რომ მოდის, თუ კარზე დაგიკაკუნებთ და კარს არ გააღებთ, ვერ შემოვა თქვენს სახლში, ასე რომ, ძალიან მარტივია - პირდაპირი ფრენების აღდგენა იყო ორი სახელმწიფოს შეთანხმება. გაგახსენებთ, ეს ხდება მაშინ, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო ცდილობს რუსეთისგან დისტანცირებას, მის იზოლაციაში მოქცევას და სერიოზული ზომები მიიღეს ევროპულმა სახელმწიფოებმა და არამხოლოდ, რომ რუსეთთან ეკონომიკური კავშირები მუდმივ შემცირებას დაექვემდებაროს, ერთბაშად ეს პროცესი ვერ შეწყდებოდა, მაგრამ ეს არის ცალსახად კლებადი მაჩვენებელი. რუსეთის საერთაშორისო იზოლაციაში მოქცევა არის ერთ- ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ დასრულდეს უკრაინელი უდანაშაულო ხალხის ხოცვა-ჟლეტა, ამ დროს საქართველომ აღადგინა პირდაპირი ფრენები",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ინფორმაციისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, როდესაც დაინახეს, რომ თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია ურთიერთობების ნორმალიზებით, ღარიბაშვილის მთავრობასთან ფრენების განახლებაზე შეთანხმდნენ და სავიზო რეჟიმი გაუქმდა.
სიახლეები
- 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა