"ჩემს უკან პარლამენტია, რომელიც ბოროტების მონუმენტია, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები"

ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან აღარაფერს არ ტოვებს და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს - ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსული რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ქუთაისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა „ქართული ოცნების“ 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებიდან 11 წლის თავზე იგრძნო რუსული რეჟიმის „მავნებლობა კარგად, ღიად, ჩამოყალიბებულად“.

 

„პუტინის ტყვეობიდან 2 წელი გავიდა, რაც პრეზიდენტი სააკაშვილი ტყვეობაში ჰყავთ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ღიად თქვა, რომ ეს საქმე „ეფესბეს“ აგენტის, რუსეთის აგენტის შეთითხნილია, ვგულისხმობ, ფარცხალაძეს. აშშ-ს მხრიდან ეს უკვე ხელმოწერილი დოკუმენტია. პრეზიდენტი სააკაშვილი იმ მოსამართლეების მხრიდანაა გასამართლებული, რომლებიც კორუფციის გამო არიან დასანქცირებულები. ასეთი ოთხი მოსამართლეა საქართველოში. მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა ამ 11 წლის თავზე რუსული რეჟიმის მავნებლობა, ბოროტება საკუთარ თავზე უკვე კარგად, ღიად, ჩამოყალიბებულად იგრძნო. დღეს ქუთაისში ვართ. ჩემს უკან პარლამენტია, რომელიც ბოროტების მონუმენტია, თუ როგორ შეიძლება გაანადგურო შენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, როგორ შეიძლება გაანადგურო ერთი კონკრეტული ქალაქი. მაგრამ მარტივი რამე მინდა ვიკითხო - ქუთაისის პარლამენტი აშენებულია, მაგალითად, „ნაციონალური მოძრაობის“ მიხეილ სააკაშვილის მიერ, გელათმა რა დაუშავა ბიძინა ივანიშვილს. როდესაც ჩვენს ეროვნულ სიმდიდრეს, კულტურულ მემკვიდრეობას, პირდაპირი მნიშვნელობით, ბიძინა ივანიშვილი „ჯალათიას“, თია წულუკიანის მიერ ანგრევს, ბაგრატმა რა დაუშავა, რომელსაც ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აგდებს ის. ემიგრაციაში ასიათასობით ქუთაისელია, მიტოვებული ჰყავთ საკუთარი შვილები, ოჯახის წევრები და ლუკმა-პურის საშოვნელად საზღვარგარეთ არიან წასულები. ასევე, წყალტუბოსთან დაკავშირებით, რომელიც გავერანებული და განადგურებულია, ფაქტობრივად. ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნიდან აღარაფერს ტოვებს და ბოლომდე ცდილობს, რომ გაანადგუროს. თუმცა მინდა საზოგადოებას ვუთხრა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა რუსული რეჟიმი პოლიტიკურ მოუსავლეთში გავისტუმროთ. დიახ, ქუთაისი საქართველოში მთავარი ქალაქი იქნება; დიახ, საქართველოს პარლამენტი ქუთაისში დაბრუნდება; დიახ, ჩვენი ასიათასობით ემიგრანტი ქუთაისში უნდა დაბრუნდეს; დიახ, წყალტუბოს განვითარება აუცილებელია; დიახ, მნიშვნელოვანია პუტინის ტყვე, პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფალი იყოს და დიახ, ევროკავშირისკენ ჩვენ უნდა ვიაროთ სწრაფად. ოღონდ, ეს ბოროტება, რომელსაც სახელად ბიძინა ივანიშვილი ჰქვია და 11 წელია ჩვენს მოქალაქეებს ძარცვავს, ყველამ ერთად, აუცილებლად უნდა დავასრულოთ“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

წაკითხვა 580 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 01 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.