"ჩვენი კოალიციის მიზანია, მოვიტანოთ გლობალური სიკეთეები, გაჩერებული, უკუსვლის სიმბოლოდ ქცეული პროექტები ამოვქოქოთ"
11 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ამ 11 წელს შეგვიძლია დავარქვათ უკუსვლის 11 წელი - ჩვენი კოალიციის მიზანია, მოვიტანოთ დიდი გლობალური სიკეთეები, გაჩერებული, უკუსვლის სიმბოლოდ ქცეული პროექტები ამოვქოქოთ , - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში მოიტანა სამი რამ: დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების ქვეყნიდან მასიური გადინება და რუსი ჯაშუშები.
„11 წლის წინ, 1-ელ ოქტომბერს საქართველოში შეიცვალა ხელისუფლება. 11 წლის შემდეგ, სამწუხაროდ, რეალობას თვალი რომ გავუსწოროთ, ამ 11 წელს შეგვიძლია დავარქვათ უკუსვლის 11 წელი. "ქართულმა ოცნებამ" ქვეყანაში მოიტანა სამი რამ: დემოგრაფიული კატასტროფა, ქართველების ქვეყნიდან მასიური გადინება, რუსი ჯაშუშები, რომლებიც იცავენ რუსეთის ინტერესებს, დაწყებული ფარცხალაძიდან, სხვებით გაგრძელებული. დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" და "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდი, მთელი საქართველოს მასშტაბით გაჩვენებთ ობიექტებს, რომლის რეალიზების შემთხვევაში, სხვა პერსპექტივა ექნებოდა საქართველოს. რკინიგზები, გზები, აეროპორტები, უზარმაზარი ლოჯისტიკური ცენტრები, რომელიც უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ "ქართულმა ოცნებამ" გააჩერა. სულ რამდენიმე დღით მოვასწარით ხელისუფლების ცვლილებას, რომ თბილისის იუსტიციის სახლი გაგვეხსნა. შინაარსი იყო ის, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის დამოკიდებულება შეცვლილიყო. ხელისუფლება ხალხზე ორიენტირებული გამხდარიყო, იუსტიციის სახლი ამის ნათელი მაგალითია. სახელმწიფო მოქალაქეზე ორიენტირებული გახდა. ვინც იუსტიციის სახლში ყოფილა, უპირობოდ აღიარებს, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი რეფორმაა, რომელიც საქართველოში განხორციელდა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოიტანა აღიარება.
იუსტიციის სახლის ფუნქცია არ იყო მხოლოდ მომსახურების გაუმჯობესება, მას უნდა მოეტანა სხვა დიდ გეოპოლიტიკურ პროექტებთან ერთად ეკონომიკური კეთილდღეობა, სამუშაო ადგილები, რომ გაჭირვება არ ყოფილიყო. გპირდებით, როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ყველა ამ პროექტს განვახორციელებთ უმაღლეს დონეზე. იუსტიციის სახლი გახდება მთავარი ხიდი იმ დიდ სიკეთესა და საქართველოს მოქალაქეს შორის, რომელიც ასე გვჭირდება. ინვესტიციების მოზიდვის მთავარი შესაძლებლობა იქნება. ხელისუფლების შეცვლაზე გადის ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა. ევროკავშირიც ხომ საქართველოსთვის გვინდა, სამუშაო ადგილებისთვის გვინდა, კულტურლი მემკვიდრეობის დაცვისთვის, იუსტიციის სახლს "ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში მოსვლისას მწვადის სახლი უწოდა, შემდეგ შევიდნენ და ნახეს, რამხელა რეფორმა განხორციელდა. ერთადერთი სიახლე, რაც "ქართულმა ოცნებამ" იუსტიციის სახლში მოიტანა, ფასების ზრდაა“,- აღნიშნა ვაშაძემ.
მისივე თქმით, ადამიანი, ვინც ამ დიდი ტრანსფორმაციების თანამონაწილე იყო, 11 წლის შემდეგ საპატიმრო დაწესებულებაშია, პუტინის დავალებით ისჯება, რათა ქვეყნისთვის საქმე გააკეთა.
„მან {მიხეილ სააკაშვილმა} შეცვალა პარადიგმა, ყველა დააჯერა, რომ საქართველოს შეუძლია იყოს წარმატებული, ძლიერი, ერთიანი ქვეყანა. რეფორმების მაგალითი, საქართველოში ქართველებს შეგვიძლია ვიცხოვროთ მყარად ძლიერად, ქვეყანა განვითარებაზე იყო. ჩვენი კოალიციის მიზანია, მოვიტანოთ დიდი გლობალური სიკეთეები, ეს გაჩერებული, უკუსვლის სიმბოლოდ ქცეული პროექტები ამოვქოქოთ“,- აღნიშნა ვაშაძემ.
სიახლეები
- 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა