პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ქუთაისში ადგილობრივებს შეხვდა
პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე იმერეთის რეგიონში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა და მათი ყველა მთავარი პრობლემა პირადად მოისმინა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ავრცელებს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ანა დოლიძეს ქუთაისში უამბეს, რომ ქალაქი, ახალგაზრდებისგან, ფაქტობრივად, დაიცალა.
მათ დოლიძეს პირდაპირ უთხრეს, რომ ყველა ასაკის [ადამიანი] და განსაკუთრებით კი ახალგაზრდები, ქვეყანას, ქუთაისს ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან.
როგორც ადგილობრივებმა პარტია „ხალხისთვის“ ლიდერს განუცხადეს, მათი ახლობლები და ნაცნობები სახლებს, ყველანაირ უძრავ ქონებას ყიდიან და უმრავლესობა, მექსიკის გავლით, ამერიკაში გადასვლას ცდილობს.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყანა იცლება. ქუთაისში თუ ჩამოხვალთ, ნახავთ, რომ ეს აღარაა ისეთი აქტიური ქალაქი, როგორიც ჩვენ გვახსოვს. ქუჩები დაცარიელებულია. ლუკმა-პურისთვის და თავის გადასარჩენად, ჩვენს მოქალაქეებს სამშობლოს დატოვება და უცხოეთში გადახვეწა უწევთ. ვინც აქ დარჩა, როგორც თავად მიყვებიან, არც სამსახური აქვთ და არც პერსპექტივა ჩანს.
ფაქტია, რომ ტურიზმი არ არის და ვერ იქნება ის მთავარი დასაყრდენი, რაც ქალაქს გამოაცოცხლებს. ფასების ზრდა კი, ისე მძიმე ტვირთად აწევთ ადგილობრივებს, რომ ქვეყნიდან გაქცევის გარდა, გამოსავალს ვერ ხედავენ. ჩვენ აქ ვართ, რომ თითოეულის პრობლემა მოვისმინოთ და მაქსიმუმი გავაკეთოთ, რათა ხელისუფლება ვაიძულოთ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგას და მოქალაქეებს თავის გადასარჩენად ქვეყნიდან გაქცევა, აღარ უწევდეთ. 2024 წელს კი, ამ ხელისუფლებას აუცილებლად შევცვლით და გვჯერა, რომ ამ საქმეში თითოეული ადამიანის დიდი მხარდაჭერა გვექნება“, - აცხადებს ანა დოლიძე.
სიახლეები
- "ღრმად დამწუხრებული ვარ სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის კატასტროფის გამო, სოლიდარობას ვუცხადებთ თურქეთს"
- "ჩამოვარდნილი თურქული სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე 20 ადამიანი იმყოფებოდა" - APA
- “აფხაზეთში არ ყოფილა შემთხვევა ქართველის მკვლელობისთვის ვინმე დასჯილიყო”
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 ნოემბრისთვის
- "სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი" - შსს
