“ვენეციის კომისიისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება” – იაგო ხვიჩია
ვენეციის კომისიის დასკვნა არ სჭირდებოდა იმის მიხვედრას, რომ „ქართული ოცნება“ სასამართლოში არ გააკეთებდა ისეთი ტიპის ცვლილებას, რომელიც ერთპარტიულ ძალაუფლებას საფრთხეს შეუქმნიდა, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ სასამართლოების კანონში ცვლილებებზე ვენეციის კომისიის მოსაზრებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
იაგო ხვიჩიას თქმით, ვენეციის კომისიისა და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.
„ქართული ოცნება“ ძალოვანი უწყებების მეშვეობით მართავს ქვეყანას, ამიტომ ქვეყნის სამართავად სასამართლოზე სრული კონტროლის არსებობა მათთვის აუცილებელია, ვენეციის კომისიას კი უნდა, რომ ევროპულად მოვიქცეთ. შესაბამისად, მათი და „ქართული ოცნების“ ინტერესები ერთმანეთს ეწინააღმდეგება და ამიტომაც ხედავთ განსხვავებებს პოზიციებში, რიტორიკაში. ძალიან გულუბრყვილო ადამიანს არ ვგავარ, რომ „ქართული ოცნებისგან“ სასამართლოს რეფორმირებას ისე ველოდებოდე, რომ ძალაუფლება თვითონ დაკარგონ, რომლის კონცენტრაციისთვის ყველაფერზე წავიდნენ. მიხეილ სააკაშვილის რეპუტაციაშერყეული მოსამართლეებიც კი დატოვეს სასამართლო სისტემაში, რომ ეს სისტემა არ დაენგრიათ და ახლა ძალიან გულუბრყვილობა იქნება იმაზე ფიქრი, რომ ვენეციის კომისიის დასკვნის გამო რამე შეიცვლება.
ბორელი როცა იყო ჩამოსული, მისთვისაც გასაგები გახდა „ქართული ოცნების“ რეალური არსი, ბუნება და მათი ხასიათი, ის, რომ არანაირ რეალურ ცვლილებას არ აპირებენ. ამიტომ გვითხრეს, ნომინალურად მაინც შეგვესრულებინა რაღაც პუნქტები, რათა სტატუსი მოეცათ და ამის შემდეგ გაგვეგრძელებინა მუშაობა. სტატუსი უნდა მოგვცენ, მიუხედავად იმისა, ახლა ჩვენ რას ვაკეთებთ, მაგრამ საქართველოს მოსახლეობისთვისაც უნდა იყოს ცხადი, რომ სტატუსია ბოლო რამე, რომელსაც ამ ხელისუფლების პირობებში, შესაძლოა, ევროპელები გვაძლევდნენ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
სიახლეები
- დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ 30 ნავთობტანკერს სანქციები დაუწესა
- "თუ პუტინის რუსეთი უკრაინაში გაიმარჯვებს, ის იმპერიულ პოლიტიკას სხვა მეზობლების წინააღმდეგ გააგრძელებს" - ჯოზეფ ბორელი
- "ევროპის რამდენიმე ქვეყანა უკრაინაში ჯარის გაგზავნის შესაძლებლობას განიხილავს" - „ლე მონდი“
- "საჭიროა ახალი თაობა, ახალი პოლიტიკური ძალები გამოჩნდნენ ამ ქვეყანაში იმიტომ, რომ ძალიან მალე დადგება დრო ახალი არჩევნების"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 ნოემბრისთვის