"მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ჩამოყვანა" - პაატა მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე ხელისუფლებას მიმართავს, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანა, რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა.

როგორც მან აღნიშნა, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი სპეციალური რეისებით ჩამოყვანა, „აირზენასთან“ ერთად ახორციელებს ზეკომერციული ფასებით მათ ძარცვას“.

 

„რამდენიმე დღეა თვალს ვადევნებთ, რომ ისრაელი ტერორისტებთან რეალურ ომშია ჩართული და ფაქტობრივად, იქ უსაფრთხო ადგილი არ არსებობს. სწორედ ამიტომ, ბევრი ქართველი გვიკავშირდება, რომ საქართველოში დაბრუნება დაუყოვნებლივ ესაჭიროება. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს მათი ჩამოყვანა სპეციალური რეისებით, „აირზენასთან“ ერთად ზეკომერციული ფასებით მათ ძარცვას ახორციელებს, თან ამ გაბერილი ბილეთის ფასის პირობებშიც კი არ არის ბილეთების საკმარისი რაოდენობა.

 

უზნეობაა, როცა სიცოცხლესა და უსაფრთხოებას კომერციული და ფინანსური ინტერესი უპირისპირდება, სწორედ ეს არის ხელისუფლების პირდაპირი პასუხისმგებლობა და დანაშაული. მხოლოდ საკონსულო და საელჩო ამ პრობლემას ვერ მოაგვარებს.

 

ვიცით, რომ ისრაელში 90% ზე მეტი ქართველი არ არის საკონსულო აღრიცხვაზე, ისინი განაწილებულები არიან მთელს ტერიტორიაზე და აუცილებელია მათთან მუდმივი კომუნიკაციის ხაზის აწყობა. თუ სპეციალურ რეისებს არ აკეთებს ხელისუფლება, აუცილებელია არა მარტო ბავშვებისთვის, არამედ ყველასთვის ფიქსირებული, შეღავათიანი ფასის შეთავაზება ბილეთებზე, რადგან დალხენილი ცხოვრებისთვის იქ არავინ წასულა და ფრენისთვის საჭირო ათასობით ლარი უმეტეს მათგანს არ გააჩნია. მივმართავ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ისრაელში მცხოვრები ჩვენი იმ მოქალაქეების სამშობლოში ჩამოყვანა, რომელთა დაბრუნება უკვე გადაუდებელი აუცილებლობა გახდა", - განაცხადა მანჯგალაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

წაკითხვა 214 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.