"პარლამენტის წევრები იყენებენ პროცედურულ ხრიკებს, რომ ჩემი უფლებამოსილება არ დამტკიცდეს" - თინა ბოკუჩავა

ინფორმაცია, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საჯაროა, ის განთავსებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ-გვერდზე. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის და შეგიძლიათ ნახოთ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ჩიქოვანია, მე არ ვარ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის წევრები იყენებენ სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს იმისთვის, რომ არ დამტკიცდეს თინა ბოკუჩავას უფლებამოსილება.

 

„ინფორმაცია, დელეგაციის შემადგენლობის შესახებ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საჯაროა, ის განთავსებულია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებ გვერდზე. ის ხელმისაწვდომია ყველასთვის და შეგიძლიათ ნახოთ იმ დელეგაციის შემადგენლობაში, რომლის თავმჯდომარეც ირაკლი ჩიქოვანია მე არ ვარ. არ ვარ იმიტომ, რომ პარლამენტის წევრები იყენებენ სხვადასხვა პროცედურულ ხრიკებს იმისთვის, რომ არ დამტკიცდეს ჩემი უფლებამოსილება. ბუნებრივია, „ოცნებისთვის“ გაცილებით უფრო კომფორტულია ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე ოპოზიციის გარეშე სიარული, ამიტომ ბლოკავს ოპოზიციის წევრებს.

 

ასე ხდება, მათ შორის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც თეონა აქუბარდიას არ აძლევენ მონაწილეობის უფლებას. აუცილებლად დავაყენებთ ამ საკითხს ნატოს-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან. ასეთ ფორუმებზე სწორედ ოპოზიციას უწევს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვა.

 

უმრავლესობის წარმომადგენლები დარბაზშიც კი არ არიან მაშინ, როდესაც მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები მტკიცდება. მაგალითად, როდესაც კოპენჰაგენში დავაყენე შესწორება, შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ ნატო-ს საპარლამენტო რეზოლუციაში ოჩამჩირეში საზღვაო ბაზის განთავსებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად დაუჭირა მხარი, დარბაზში საერთოდ არ იმყოფებოდნენ „ოცნების“ წარმომადგენლები.

 

ანალოგიური სიტუაცია იყო სტრასბურგშიც, როდესაც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე „ოცნების“ წევრები არ იმყოფებოდნენ დარბაზში, როდესაც პუტინს კიდევ ერთხელ აღიარებდნენ დიქტატორად - რატომ? იმიტომ, რომ მათ უწევთ პუტინის და არა საქართველოს ინტერესების დაცვა საერთაშორისო ფორუმებზე. პუტინი არის მათი ხელისუფლებაში ყოფნის გარანტი და შესაბამისად, სამაგიეროს გადახდის სახით ისინი სწორედ პუტინის და რუსეთის ინტერესებს იცავენ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმებზე“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

ცნობისთვის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა, რომ „საპარლამენტო ასამბლეაში თუ ვინმე არ აძლევს მუშაობის საშუალებას ქალბატონ ბოკუჩავას, არის ქალბატონი დეკანოიძე”.

 

როგორც ჩიქოვანმა განმარტა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ბოკუჩავას“.

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ კანონის მიხედვით აქვს დადგენილი კვოტები, მაგრამ ქალბატონი დეკანოიძე არ უთმობს ამ კვოტას ქალბატონ ბოკუჩავას. ამას გარდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს სხვა წარმომადგენელიც, რომელიც არის ბატონი აკაკი მინაშვილი, რომელიც ასევე არ იმყოფებოდა სესიაზე და არც არცერთ სესიაზე ყოფილა. აქედან გამომდინარე, თითქოს საუბარი იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ვინმეს რამეს უკრძალავს არის აბსოლუტური ტყუილი“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

წაკითხვა 263 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.