"სასამართლოს გადაწყვეტილება არის სამწუხარო ფაქტი, რადგან ჩვენი სახელმწიფოს მეთაური დადასტურებულად კონსტიტუციის დამრღვევია"

სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტმა და უხეშად დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.

 

„რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, ეს არის სამწუხარო ფაქტი, ვინაიდან სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს მეთაური, ქალბატონი სალომე დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი.ეს რა თქმა უნდა, მე როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და როგორც რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი იყოს კონსტიტუციის ან ნებისმიერი კანონის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი. იმის მაგივრად, რომ პრეზიდენტს მაგალითი მიეცა სხვებისთვის, სხვა საჯარო მოხელეებისთვის თუ შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ იგი ყოველთვის უნდა ყოფილიყო ქვეყნის მთავარი კანონის, კონსტიტუციის დაცვის სადარაჯოზე, ამის ნაცვლად, ქალბატონმა სალომემ, უხეშად დემონსტრაციულად არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია, რაც არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკოსების ნათქვამით და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა. ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება“,-განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

რაც შეეხება შემდეგ პროცედურას, ირაკლი ღარიშვილის თქმით, იმპიჩმენტის პროცესის განხილვა პარლამენტში გაგრძელდება.

 

„ჩვენ თავიდანვე ვთქვით, მოლოდინი იმისა, რომ უმრავლესობას საჭირო ხმებს მოაგროვებდა, არ გვქონია, არც არავითარი დიდი ილუზიები არავის ჰქონდა. თავიდანვე ვთქვით, რომ საკმარისი ხმები არ გვქონდა, მაგრამ ჩვენ ქვეყნის ხელისუფალნი, მთავრობის, პარლამენტის წევრები უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემი. პრეზიდენტს და ყველას უნდა შევახსენოთ, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტს ეგონა, რომ კანონზე, კონსტიტუციაზე მაღლა იდგა. ეს ძალიან სამწუხაროა. ალბათ, დამეთანხმებით, ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ იგი ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს შემოიტანდა. ევროპული სტანდარტი გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ჩვენ ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როცა ქალბატონმა სალომემ გვითხრა, რომ ის კონსტიტუციას არ ცნობს. ეს არის სამარცხვინო ფაქტი მეგობრებო“,-განაცხადა პრემიერმა.

 

რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომლის თქმით, პარლამენტშიც მივა, რომ „პატარა კაცებთან დადგეს“, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა:

 

„სამარცხვინოა, როცა ქვეყნის პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს და ასეთ განცხადებებს აკეთებს“,-განაცხადა პრემიერმა.

წაკითხვა 251 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 17 2023
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.