"ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები"- ხათუნა სამნიძე
ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარა და ბრალდებები - აპირებს, რომ საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა გააგრძელოს, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტთან საუბრის თემა ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი, სხვა მიმდინარე პროცესები და იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები იყო.
„ძირითადი თემა იყო ევროპული სტატუსი და ბუნებრივია, მიმდინარე პროცესები, ასევე იმპიჩმენტთან დაკავშირებული საკითხები, რაზეც აქამდე არ გვისაუბრია. ფაქტია, რომ პრეზიდენტზე არავითარ გავლენას არ ახდენს „ქართული ოცნებიდან“ მუქარები და ბრალდებები. აპირებს, გააგრძელოს საკუთარი პოლიტიკური ნაბიჯებით და გადაწყვეტილებებით ქვეყნის ევროპული სტატუსის დაცვა. საუბარი იყო იმაზე, როგორ ხედავს ჩვენს მანდატს. ასევე, ჩვენს რეკომენდაციებს მოუსმინა. მე ვკითხე იმაზე, რომ საზოგადოებაში ინტერესია, რას აპირებს პოლიტიკური თვალსაზრისით და შევთანხმდით, რომ ამაზე საუბარი დღეს მთავარი თემა არაა. მთავარი თემა ევროპული სტატუსია და ამ მიმართულებით ჩვენ მის გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.
სიახლეები
- 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა