"თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა"
მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი თხოვნით, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები დიასპორის წარმომადგენლებს ხვდებიან.
„მომავალი არჩევნები თავისი მნიშვნელობით ისტორიულია და უტოლდება 1990 წლის არჩევნებს, როდესაც საქართველოში კომუნისტური პარტია დამარცხდა და გაიმარჯვა ეროვნულმა მოძრაობამ.
თუ შემდეგ არჩევნებში ქართველმა ხალხმა ვერ გაიმარჯვა, სამუდამოდ ჩაბეტონდება ოლიგარქის მმართველობა და ქართული სახელმწიფო დაჩქარებული ტემპით წავა დასასრულისკენ.
სწორედ ამიტომ, ამ არჩევნებში ყველა ქართველის მონაწილეობა გადამწყვეტია, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი.
ჩემი თხოვნით, ამერიკაში “გამარჯვების კოალიციის” დელეგაცია ხვდება დიასპორას - თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ვაშაძე არჩევნებთან დაკავშირებულ ღონისძიებების გაუწევენ კოორდინაციას, სოფო ჯაფარიძე ესპანეთში და იტალიაში ამავე მიზნით იმყოფებოდა, შემდეგი შეხვედრა ექნება შეერთებულ შტატებში, გერმანიაში, საბერძნეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში.
შემდეგ არჩევნებზე, წინა არჩევნებთან შედარებით, ათჯერ მეტი ადამიანი უნდა დავარეგისტრიროთ და მივიყვანოთ, ამიტომაც მინდა მივმართო ჩემს მეგობრებს, ნაცნობებს და უცნობებსაც დიასპორაში: ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელი, ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ მომენტში, რათა არ დავკარგოთ ჩვენი ქვეყანა”, - წერს მიხეილ სააკაშვილი.
სიახლეები
- 14 დეკემბერს პრეზიდენტის არჩევნები ჩატარდება
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა