პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებისა და „ენჯეობის“ მხრიდან არის საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტტაუსის წინააღმდეგ და იტოვებენ შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მიენიჭა ქვეყანას სტატუსი, იქნებ რამენაიარად დაამძიმონ.
„რთულია, ჟურნალისტის განცხადებებზე სერიოზულად კომენტარი გააკეთო, თუმცა ჩვენ ვხედავთ მცდელობას ოპოზიცის და რამდენიმე „ენჯეოს“ მხრიდან. ჩვენ ვნახეთ სერგი კაპანაძის სტატია, სად ის პირდაპირ ამბობდა, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსის სანაცვლოდ უნდა დუადგეს პირობა რუსეთისთვის სანქციის დაწესება და სააკაშვილის პრობლემის გადაწყვეტა. დიდი ალბათობით, მის გათავისუფლებას გულისხმობდა. ვხედავთ, მათ შორის იყო სტატია სოროსის ფონდის წარმომადგენლებისა, ვხედავთ, რას აკეთებს რადიკალური ოპოზიცია, მათი განცხადებები, მათ შორის რამდენიმე „ენჯეოს“ ერთობლივი განცხადება, რომელშიც ისინი, ერთი, რომ პირდაპირ ამბობენ, საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ იქნებ იყოს რამე, რაც მიენიჭება და თუკი მიანიჭებთ, მაშინ იყოს დათქმები რუსეთისთვის სანქციების დაწესება, მიხეილ სააკაშვილი და ა.შ. პირდაპირ არის შტურმი, ასე ვთქვათ, საბოლოო გაბრძოლება კანდიდატის სტტაუსის წინააღმდეგ და იტოვებენ შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოენიჭა კანდიდატის სტატუსი და მათი შტურმი იყო უშედეგო, იქნებ რამენაიარად დაამძიმონ. რაც შეეხება სანქციებს, ეს არის აბსოლოუტური აბსურდი. ევროკავშირი არ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. თუკი მოითხოვდა, რა თქმა უნდა, ამის პარალელურად უნდა მოეცა ჩვენთვის სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიები. ამ გარანტიების გარეშე არც ევროკავშირი ითხოვს, მათ შორის არც ნატო და არავინ ითხოვს საქართველოსგან რუსეთისთვის სანქციის დაწესებას. ყველა ხვდება, რომ რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება ნიშნავს ეკონომიკურ კატასტროფას საქართველოში. დათვლილია, მინუს 10-პროცენტიანი ეკონომიკური ვარდნა გვექნებოდა ჩვენ, თუ დავაწესებდით სანქციებს. მეორე – ეს ნიშნავს რისკს სამხედრო დაპირისპირებისა რუსეთთან პირდაპირ, ირიბად, სხვადასვხა პროქსიჯგუფების გამოყენებით, თუ ა.შ. ანუ, ნიშნავს სამხედრო და ეკონომიკურ კოლაფსში ქვეყნის გადაგდებას და არც ერთი პასუხისმგებლიანი ქვეყანა, თუ ორგანიზაცია საქართველოდან ამას არ ითხოვდა, ვინაიდან ამ შემთხვევაში მათ პირდაპირ უნდა მოეცათ ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების გარანტიები. ასე რომ, ვხედავთ, ეს ჯგუფი, მათ შორის ოპოზიციის და მათი მფარველი რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი უცხოეთში ამას ცდილობენ, ითხოვენ, თავიდანვე ითხოვდნენ, სწორედ იმ მიზეზით, რომ საქართველოს მოსახლეობა გაეწირათ ეკონომიკური კატასტროფისთვის და გაეწირათ შესაძლო სამხედრო კონფლიქტისთგვის. ამიტომ მე მიკვირს, რომ ამ შემთხვევაში ვიღაც უცხოელი ჟურნალისტი ამ საკითხებზე საუბრობს. ეს უბრალოდ აჩვენებს, რომ ოპოზიცია ამაზე მუშაობს, მათ შორის ვიცით, რომ ბრიუსეოლში ჩადის მათი რამდენიმე წარმომადგენელი, რომ ადგილზე ბოლო შტურმი მიიტანონ ქართველი ხალხის ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.