"ხომ ხედავ ხელმოცარული ხარ, შენს პარტიაში ჩამოგაგდეს, ბელადმა გაგრიყა, მართლა უთავმოყვარეო ხომ არ ხარ?" - ირაკლი ზარქუა ნიკა მელიას
ხომ ხედავ ხელმოცარული ხარ, შენს პარტიაში ჩამოგაგდეს, ბელადმა გაგრიყა, უარგყო, მართლა უთავმოყვარეო ხომ არ ხარ? - რაც უნდა ის უქნია, მაგრამ გული შემტკივა, ეტყობა, ეს მეგრული სოლიდარობა მალაპარაკებს, - ასე ეხმიანება ნიკა მელიას განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა.
ზარქუა აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ლუზერების გაერთიანებაა“, ხოლო ნიკა მელია "უთავმოყვარეო გამოდგა".
„მკვდარი მკვდარს ეკიდაო, მელია და ხაბეზე სხვანაირად რანაირად [უნდა ვთქვა], იუმორში უნდა გავატარო. ესეც კაი უთავმოყვარეო გამოდგა - მელია. ბიჭო, გაგაგდეს, ჩამოგაგდეს, იმ ბელადმა გითხრა, გვერდზე ჩაიჩოჩე, გაიწიეო, მერე ალბათ, იმ ჯიგარმა დარეკა იქიდან, არ დაგაფინანსებო და თქვა, მელიას არ ვგულისხმობდიო, რაღაც საგიჟეთია. ახლა ვის აინტერესებს, რა ნდობის ჯგუფი, ერთმანეთში არ აქვთ ნდობა და მათ ნდობის ჯგუფს მერე ვინ უნდა ენდოს - საქართველოს მოსახლეობა? სასაცილო მდგომარეობაში იგდებს ეს ბიჭი თავს და რატომ? - წადი, არ არის შენი საქმე ეს პოლიტიკა, წადი, სხვა საქმით დაკავდი რა, ხომ ხედავ ხელმოცარული ხარ, შენს პარტიაში ჩამოგაგდეს, ბელადმა გაგრიყა, უარგყო, რა გინდა ვერ გავიგე, მართლა უთავმოყვარეო ხომ არ ხარ? რაც გინდა ის გიქნია, მაგრამ გული შემტკივა, ეტყობა, ეს მეგრული სოლიდარობა მალაპარაკებს მაინც, თორემ რაში მაინტერესებს მელია და ხაბეიშვილი ერთმანეთში სკამებს და ოფისებს როგორ გაიყოფენ? ესენი არიან ლუზერების პარტია და ის კიდე მესამე - ობგუნუჯუმ რომ მოუგო ადგილობრივ არჩევნებზე. იმ კაცს რას ვერჩი, მაგარი ბიჭი ყოფილა. პოპულისტი რომ ჰყავთ ვაშაძე იმაზე ვლაპარაკობ. ლუზერების გაერთიანება - რა უნდა ილაპარაკო? მიიღებენ იმ თავის 15 პროცენტს თუ შემორჩათ და ეგ იქნება. გეტყვით სცენარს, დაიწყებენ „გაგვიყალბეს“, არადა ელექტრონულია არჩევნები, გამორიცხულია [გაყალბება], მერე აღარ შემოვლენ, მერე ცოტა ხანში როგორც შემოიპარნენ, ზოგმა რომ თქვა ფანჩატურში რომ იყო, ხელფასსაც არ ავიღებ, რად გვინდაო და როცა გავაგდეთ, მერე სასამართლოში გვიჩივლა, ხელფასი მოგვეციო. ასეთი უპრინციპო, ღირებულებებისგან დაცლილი ოპოზიცია გვყავს”, - განაცხადა ზარქუამ.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
