"პრეზიდენტის ძმა ახალი ფენომენია ჩვენს პოლიტიკაში" - ირაკლი ზარქუა

კარგად გაიგოს, ძმამაც და დამაც, რომ როგორც კი სააკაშვილის შეწყალება მოხდება, ისინი იქნებიან ძალადობის თანაზიარნი - არ ვურჩევ, ჩვენ მერე ხალხს ვერ გავაჩერებთ, ტრაგედიები გადაიტანეს და კონსტრუქციულად აუხსნა - "იცი, რა მოდით, იქნებ მშვიდად ვიყოთ", არ შეგვწევს ამის უნარი,- ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტის ძმის განცხადების კომენტირებისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუა პრეზიდენტს ურჩევს, დარჩეს თავის პოზიციაზე - "არა და არასდროს".

„ეს პრეზიდენტის ძმა ახალი ფენომენია ჩვენს პოლიტიკაში. არ ვიცი, ეტყობა ქალბატონი სალომე იქით მოგზაურობს და ძმა ეტყობა აქეთ გამოუშვა, როქი გააკეთეს ეტყობა თუ რა და აქ ალაპარაკებს ახლა, ტელევიზიებში დასვა. რა მისი საქმეა ჯერ ერთი, მეორე - ყველამ კარგად გაიგოს, ძმამაც და დამაც, რომ როგორც კი შეწყალება მოხდება სააკაშვილს, ეს ნიშნავს, რომ ისინი იქნებიან თანაზიარნი იმ ძალადობის, რეკეტის, ახალგაზრდების ჩაცხრილვის, რასაც ადგილი ჰქონდა ქვეყანაში, ამის თანაზიარნი იქნებიან ისინი, ვინც ხელს მოაწერენ პატიმარ სააკაშვილის შეწყალებას. მე არ ვურჩევ, რადგან ჩვენ მერე ხალხს ვერ გავაჩერებთ. ტრაგედიები გადაიტანა საზოგადოებამ მათი მმართველობის დროს და აუხსნა კონსტრუქციულად, რომ "იცი, რა მოდით, იქნებ მშვიდად ვიყოთ", ჩვენ არ შეგვწევს ამის უნარი და ვერ გავაჩერებთ ამ ტალღას. ამიტომ, მე ვურჩევ, კარგად დაფიქრდნენ, ძმაც, დაც და ნათესავს ნუ ალაპარაკებს. "არა და არასდროს" - კეთილი ინებოს და დარჩეს ამ სიტყვების ერთგულად, ერთხელ მაინც პრინციპულობა გამოიჩინოს. მავნებლობას, რასაც აკეთებს შევეჩვიეთ უკვე, ხან ქვეყნის წინააღმდეგ მავნებლობს და ამიტომ შევუზღუდეთ (ვიზიტები) გამოვიდა და თქვა, ფსევდო რეფორმებია, არ იმსახურებს ხელისუფლებაო, ამას ამბობს, სახელმწიფოს მეთაური. მავნებლობდა, საპასუხოდ აგერ ევროკომისიამ თქვა, რომ პოზიტიური ნაბიჯებით ხელისუფლებამ შეასრულა და იმსახურებს. მეორე საგიჟეთი თქვა კიდევ ჩვენს პარტნიორზე და მის ლიდერზე უნდა გასამართლდესო, ამიტომ შევუზღუდეთ, არაადეკვატურია. სამწუხაროდ, ეს შეცდომა დავუშვით, რომ ქართველ ხალხს მოვუწოდეთ ხმა მიეცა ქალბატონი სალომესთვის, არ გვეგონა“, - განაცხადა ზარქუამ.

ინფორმაციისთვის, კითხვაზე უნდა შეიწყალოს თუ არა სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტის ძმამ, ოთარ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკმაოდ რთული საკითხია და სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა.

„ვფიქრობ, რთულია იყოს ქვეყანაში ყოფილი პრეზიდენტი ციხეში. ვიცი, რომ ჩემი და გამოსავალს ეძებდა,"- განაცხადა ოთარ ზურაბიშვილმა "პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქში“.

წაკითხვა 341 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.