"სააკაშვილი სიმულიანტობდა ორი წელი, მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა რეპუტაცია" - ირაკლი კობახიძე
მიხეილ სააკაშვილი ორი წელი კვდებოდა, მისი მობრუნება იყო შეუძლებელი, თუმცა ვხედავთ, რომ მობრუნდა, აღარ კვდება, მისი დამოკიდებულება არის აბსოლუტურად არასერიოზული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი ორი წელი იტყუებოდა, რომ კვდებოდა.
„სიმულიანტობდა ორი წელი, ბოლომდე დააზიანა საკუთარი რეპუტაცია. დარწმუნებული ვარ, მის მხარდამჭერებს შორისაც კი შეელახა მას რეპუტაცია. როდესაც საკუთარი მხარდამჭერი გიყურებს და ხედავს, რომ სიმულიანტობა, ასეთ დროს პოლიტიკური იმიჯის შენარჩუნება არის წარმოუდგენელი. ასეთ დროს, მისი სურვილი, რომ მობრუნდეს პოლიტიკაში, წარუმატებლობისთვის არის განწირული“, – განაცხადა კობახიძემ.
სიახლეები
- "ადამიანურად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა" - ირაკლი კობახიძე ღარიბაშვილზე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 იანვრისთვის
- "ღარიბაშვილზე თქვეს, რომ სამოხელეო დანაშაული არ არის, მე კი გაფლანგვის საქმეზე მომისაჯეს, ეს განსხვავება იმიტომ დააფიქსირეს, რომ ამნისტიაში მეც არ მოვყვე"
- "ვგეგმავთ შეხვედრებს დისტრიბუტორებთან, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან და მეწარმეებთან" - ირაკლი კობახიძე
- "ტრამპმა უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ტირანები, როგორებიც არიან ფარაონი, ნიმროდი, რეზა შაჰი და მოჰამედ რეზა, თავიანთი ამპარტავნების პიკზე ჩამოაგდეს. მასაც ჩამოაგდებენ“ - აიათოლა ალი ხამენეი
