"აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი უკანონო და მიუღებელია"
აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პასუხი იმაზე, რაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ხდება, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.
„ევროკავშირის პოზიცია ძალიან ნათელია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს სუვერენიტეტს და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. პასუხი იმაზე, თუ რაც ხდება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს. რა თქმა უნდა, აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსული სამხედრო ბაზის მშენებლობის პროექტი სრულიად უკანონო და მიუღებელია“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
სიახლეები
- "ყველაფრის დაშვება შეგვეძლო, მაგრამ ეს იყო წარმოუდგენელი" - მასწავლებლის ბურუსით მოცული გარდაცვალება
- რატომ ატარებენ სტიუარდესები ყელსახვევს?
- CDC-მა მსოფლიოში ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული დაასახელა
- ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში, გეოლოგიური სამუშაოები გრძელდება
- "მაქვს თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ინფორმაცია" - ირაკლი კობახიძე
